შაკო კუჭაშვილი: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა
ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი და ოპოზიციის პროპაგანდისტ ირაკლი წულაიას შეწყალების შესახებ 2008 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებულ განკარგულებას აქვეყნებს, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს.
კუჭაშვილის თქმით, წულაია სწორედ იმიტომ კადრულობს ყველაფერს, რომ კომპრომეტირებული ფიგურაა და მის შესახებ ბევრი რამ იციან. მისივე თქმით, წლებია, ირაკლი წულაია დაკავებულია მმართველი რგოლის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების და იმ ადამიანების გაშავებით, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან და აცხადებს, რომ ყველა იმ პირის მდგომარეობაში შედის, ვინც ამ კომპრომატების გამო საკუთარ სამშობლოს გროშებად ყიდის.
„არაფხიზელი პროპაგანდისტი ირაკლი წულაია არ ეშვება დეზინფორმაციის გავრცელებას. ამჯერად იერიში პირადად ჩემზე მოიტანა. კარგია, საამაყო ხალხთან ერთად რაღაც სქემაში გამხვია - ბრალდებას არც ვუპასუხებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ. ჩემთვის მთავარია, საზოგადოების სრული ინფორმირება მოვახდინო ამ პერსონის შესახებ, ვინაიდან ის წლებია, დაკავებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, მმართველი რგოლისა და იმ ადამიანების გაშავებით, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან!
ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა. ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა და მის შესახებ ბევრი რამ იციან.
ეს ადამიანი წლების განმავლობაში თვალებში ნაცარს გვაყრიდა, თითქოს ანტიმიშა იყო, სინამდვილეში კი სააკაშვილის აქტიური ფანია მას შემდეგ, რაც მიშამ მას თავისუფლება უწყალობა. ცხადია, ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას, როგორც სააკაშვილის ბანდის მიერ კომპრომეტირებული საბრალო ადამიანის მდგომარეობას. ასევე, შევდივარ ყველა იმ პირის მდგომარეობაშიც, ვინც ამ კომპრომატების გამო საკუთარ სამშობლოს გროშებად ყიდის“, - წერს შაკო კუჭაშვილი.
1795616093
საზოგადოებაალექსანდრე ტაბატაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში გვაქვს სტაბილური მდგომარეობა, ვინარჩუნებთ მშვიდობას, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა და ვიცავთ სუვერენიტეტს
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, მოსმენის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეაფასეს 2025 წლის ანგარიში. პარლამენტის...
1795614839
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: „ნაცები“ სასამართლოზე გვიმტკიცებენ, რომ მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ვურჩევდი, ყოველ სასამართლო სხდომაზე ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ
„ნაცები“ სასამართლოს სხდომებზე გვიმტკიცებენ, რომ თურმე, ქართველ ხალხს მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ბიზნესს რეკეტი, პატიმრების წამება-კვლა, რომ სტრატეგიული ობიექტები ოკ...
1795614234
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრ...
1795613998
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...
1795612609
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიო...



























