ლევან მაჭავარიანი: მავნებლები აგრძელებენ მავნებლობას, ზუსტად ანალოგიურს, როგორც ჩვენ ვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც ოპოზიცია საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით სანქციების არიდების კუთხით

მავნებლები აგრძელებენ მავნებლობას, ზუსტად ანალოგიურს, როგორც ჩვენ ვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც ეს რადიკალური ოპოზიცია თავიანთი მდიდარი ენჯეოებით საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით სანქციების არიდების კუთხით, თითქოს რაღაც ტიპის დახმარებას ვუწევდით რუსეთს შეიარაღების ნაწილში, აბსურდები, რასაც აბრალებდნენ საკუთარ ქვეყანას იქიდან გამომდინარე, რომ აქეთაც გადმოსულიყო ცეცხლის რკალი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც ზუსტად იმავეს ვადევნებთ თვალყურს. ეს არის მტრული განცხადებები.

„ნებისმიერი ეს აქტორი, ვინც გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ასეთი მოღალატეობრივი განცხადებების გაკეთებით, ისინი ყველა ემსახურება გარე ძალებს. ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ თითოეული მათგანი ფინანსდება უცხოეთიდან და ძალიან საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე აქტორები არიან, ვინც ისტერიკაში იყვნენ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის კანონს. იმიტომ იყვნენ ისტერიკაში, რომ მათ რომ ფული ერიცხებათ მტრული საქმიანობისთვის, არ უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებულიყო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გივი თარგამაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773002001

მსოფლიო

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ბეირუთის სასტუმროზე საზღვაო ძალების იერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის ხუთი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთი მაღალი რანგის მეთაური ბეირუთში სასტუმროს ნომერზე ისრაელის საზღვაო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად...

ისრაელის სამხედროების განცხადებით

1773001565

ახალი ამბები

მაკრონი 9 მარტს კვიპროსს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 9 მარტს კვიპროსს ეწვევა, მას შემდეგ, რაც აკროტირის ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე ირანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. „ეს ვიზიტი მიზნად ისახავს საფრანგეთის სოლიდარ...

ემანუელ მაკრონი

1772999705

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ბორის ჯონსონის ინტერვიუზე: სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ დაჩეხილად და თუნდაც ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს

სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, დაჩეხეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ, რომელიც ორი კვირის წინ არის ჩაწერილი და ორი კვირის თავზე ის ბიუროკრ...

ირაკლი კირცხალია

1772998571

ახალი ამბები

ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქრო მოიპოვა, - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.  ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქა...

ტატო გრიგალაშვილი

1772997037

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ირაკლი ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი - რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება, ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია

მორალის კითხვას თავი რომ დავანებოთ და ერთი წამით ზარქუას ამბის სამართლებრივ ასპექტებზე გადავიდეთ - ამასობაში ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელ...

დავით ჩიხელიძე