ისრაელის სამხედროების განცხადებით, ბეირუთის სასტუმროზე საზღვაო ძალების იერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის ხუთი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთი მაღალი რანგის მეთაური ბეირუთში სასტუმროს ნომერზე ისრაელის საზღვაო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა.
სამხედროების ცნობით, „სამოქალაქო სასტუმროში დამალვისას“ მოკლული მეთაურები მსახურობდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალების“ პალესტინისა და ლიბანის კორპუსში და მონაწილეობდნენ სამხედრო დაჯგუფებების - „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ - სადაზვერვო მონაცემებითა და დაფინანსებით დახმარებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალები მათ ვინაობას ასახელებს:
▪️მაჯიდ ჰასინი, ლიბანის კორპუსის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, პასუხისმგებელი იყო ირანიდან ლიბანში მარიონეტული ჯგუფებისთვის, მათ შორის „ჰეზბოლასა“ და „ჰამასისთვის“, თანხების გადარიცხვაზე;
▪️ალი რეზა ბი-აზარი, ლიბანის კორპუსის დაზვერვის უფროსი;
▪️აჰმად რასული, პალესტინის კორპუსის დაზვერვის უფროსი;
▪️ჰოსეინ აჰმადლუ, ლიბანის კორპუსის დაბალი რანგის დაზვერვის აგენტი;
▪️აბუ მუჰამედ ალი, „ჰეზბოლას“ წარმომადგენელი პალესტინის კორპუსში.
გასულ კვირას ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში განხორციელებული დარტყმის შედეგად ლიბანის კორპუსის მოვალეობის შემსრულებელი მეთაური დაუდ ალიზადეჰი მოკლეს. გასულ კვირას ბეირუთში განხორციელებულ კიდევ ერთ დარტყმას ლიბანის კორპუსის შტაბის უფროსი რეზა ხაზაეი ემსხვერპლა.
1772999705
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ბორის ჯონსონის ინტერვიუზე: სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ დაჩეხილად და თუნდაც ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს
სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, დაჩეხეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ, რომელიც ორი კვირის წინ არის ჩაწერილი და ორი კვირის თავზე ის ბიუროკრ...
1772998571
ახალი ამბებიტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქროს მედალი მოიპოვა
ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქრო მოიპოვა, - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქა...
1772997037
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ირაკლი ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი - რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება, ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია
მორალის კითხვას თავი რომ დავანებოთ და ერთი წამით ზარქუას ამბის სამართლებრივ ასპექტებზე გადავიდეთ - ამასობაში ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელ...
1772995700
მსოფლიოსტარმერი ტრამპს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა აღარ სჭირდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, ნათქვამია სტარმერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც The Times of Israel-ი ციტირებს. „ლიდერებმა საუბ...
1772992830
ახალი ამბებიპრემიერი „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან
ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...































