შალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის
„დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში, დღევანდელი დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლთან შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ანტი-სტალინური პოლიტიკის საპასუხოდ გაიმართა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, მსხვერპლი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ადამიანამდე მერყეობს.
„1956 წელს საქართველოს გასაბჭოებიდან 35 წელი იყო გასული. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ადრეული ბოლშევიზმის ხანა გვიანი სტალინური ნაციონალიზმის პოლიტიკამ შეცვალა, რამაც ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა გარემოსთან ინტეგრირებული ეროვნული თვითშეგნება დაბადა. სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი საწინააღმდეგო პოლიტიკის გახმიანებამ ყველაზე დიდი რეაქცია საქართველოში გამოიწვია. მოსახლეობის უმრავლესობამ ახალი პოლიტიკა ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად აღიქვა.
9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა საბჭოთა სისტემის შიგნითვე და მის წინააღმდეგ. შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ამ დღიდან რამდენიმე თვეში ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააკავებენ ორგანიზაცია „გორგასლიანის“ წევრებს - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვებს, რაც ახალი ეროვნული მოძრაობის პირველი ნიშანი გახდება.
35 წელი დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და კიდევ 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. 1991 წლის შემდეგაც უკვე 35 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცებისთვის.
ეს ისტორიული მოვლენა თუ რამეს გვასწავლის, არის ის, რომ ქართველი, ნებისმიერ დროსა და პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, თავის იდენტობას არ ივიწყებს. ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება.
ნათელი დაადგეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა სულებს!“ - წერს პაპუაშვილი.
1773037123
ახალი ამბებიBBC: მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. წერს BBC. მედიის ცნობით, ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრ...
1773034693
მსოფლიოSky News: ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 5...
1773034292
მსოფლიობაჰრეინში ირანის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაშავდა
ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. ბაჰრეინის ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებუ...
1773032477
ახალი ამბებიზუკა რურუა: ამდენი ომი და უბედურება ტრიალებს და უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანაც ამ სიტუაციაში აღმოჩნდეს, ეს არ გამოუვათ
ეს ადამიანები არათუ ექსპერტები და ლექტორები არიან, არიან პირდაპირ დაკავშირებული რადიკალურ ძალებთან, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს ებრძვიან, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წე...
1773031169
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ნინო ლომჯარიას ფრთიანი გამოთქმა, რომ ჯობია ბომბები გვეცემოდეს თავზე, ვიდრე შერცხვენილები ვიყოთ და არ ვიყოთ ომში ჩართულები, რასაკვირველია, დღის წესრიგში დგას და კონკრეტულ ამოცანას ემსახურება
ნინო ლომჯარიას ფრთიანი გამოთქმა, რომ ჯობია ბომბები გვეცემოდეს თავზე, ვიდრე შერცხვენილები ვიყოთ და არ ვიყოთ ომში ჩართულები, რასაკვირველია დღის წესრიგში დგას და კონკრეტულ ამოცანას ემსახურება, - განაცხად...































