ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი ასრულებდნენ რუსეთის დაკვეთას საქართველოში
„14 წლის განმავლობაში არგუმენტი არ მომისმენია აგენტურის მხრიდან, თუ რით გაძლიერდა რუსეთის გავლენა საქართველოში, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. მხოლოდ აღქმების თეორიაში ტრიალებენ და როდესაც ვეკითხებით, რომ ფაქტი წარმოადგინეთ, არგუმენტი წარმოადგინეთ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გვპასუხობენ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსული მხარის განცხადებები ყოველთვის მიმართული იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ და პირიქით, აძლიერებდა რადიკალების ნარატივს.
„როდესაც საქართველოში დემონსტრაციები იმართებოდა და რთული დღეები როდესაც იყო, შეგვიძლია გავიხსენოთ გამოხმაურებები და ისეთი კომენტარები, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო და ოპოზიციის ნარატივის გაძლიერებას ეხმარებოდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მან საზოგადოებას შეახსენა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელმაც აღიარა, რომ„ვარდების რევოლუცია“ პირველმა სწორედ რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა აკურთხა და თანამდებობებიც მან გადაანაწილა.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთის დავალებები პირდაპირ შეასრულა.
„2006 წელს ჩაატარეს პარალელური ალტერნატიული არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში და „გაუპრავეს“ სეპარატისტებს არჩევნები. 2007 წელს აღადგინა სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას დროს გაუქმებული საზღვრები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქი. ამის შემდეგ ამ საზღვრებში შეიყვანეს ახალგორი.
ამის შემდეგ კოდორს გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რომ უმტკივნეულოდ გადაებარებინათ ოკუპანტებისთვის. ომამდე გაუშვეს ყველაზე გამოცდილი სამხედროები. ომის დროს რას აკეთებენ?! პირდაპირ კარნახობენ ჩვენი სამხედროების სტრატეგიულ განლაგებებს.
წაგებული ომის დროს რას აკეთებენ რუსეთის დაკვეთით?! რეზოლუციას აწერენ ხელს, რომელიც რუსეთმა ყველა სასამართლოში გამოიყენა და აბრალებენ საქართველოს სამხედროებს სამხედრო დანაშაულების ჩადენას. გადამალეს ის „ისკანდერი“, რომელიც მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ.
პირდაპირ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი ასრულებდნენ რუსეთის დაკვეთას საქართველოში“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
1795788939
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, დაანონსებული ხალხის მდინარეები დაშრა, როდესაც მათი ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა
არაერთხელ გვინახავს, რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, ზიზღით და გულზე მჯიღის დარტყმით დაანონსებული ხალხის მდინარეები, მაგრამ არ არსებობს, დაშრა ეს მათი მდინარეები, - ამის შესახებ პ...
1795788912
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, „პუტჩი“ მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქითა და პირაქეთა „პუტჩისტებს“, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?
ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რაც სრული იდიოტიზმია, ხოლო ნებისმიერი წინაღობის 90% მოდი...
1795787518
საზოგადოება„მადლობა უსაფრთხოებისა და მასპინძლობისთვის“ - ისრაელის კლუბის ოფიციალური მიმართვა
საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მადლიერებას გამოხატავს ბათუმში გამართული შეხვედრის ორგანიზატორებისა და უსაფრთხოების სამსახურების მიმართ. „გვსურს მადლობა გადავუხ...
1795785396
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს
როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პირიქით, ქვეყანას აკრიტიკებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდო...
1795784830
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5917 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...



























