პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმინეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა ხდება.

მისივე თქმით, საუბარია როგორც საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე, მუნიციპალიტეტების დონეზე წყლის სისტემების პროექტებზე, სკოლების და საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების და კულტურის სახლების მშენებლობის საკითხებზე.

კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, დღეისათვის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალი მიდგომებით იგეგმება და ხორციელდება.

მუნიციპალიტეტების მერებმა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მათ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ძირითადი ყურადღება არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გაამახვილეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795788912

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, „პუტჩი“ მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქითა და პირაქეთა „პუტჩისტებს“, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რაც სრული იდიოტიზმია, ხოლო ნებისმიერი წინაღობის 90% მოდი...

გიორგი გამსახურდია

1795787518

საზოგადოება

„მადლობა უსაფრთხოებისა და მასპინძლობისთვის“ - ისრაელის კლუბის ოფიციალური მიმართვა

საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“  ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მადლიერებას გამოხატავს ბათუმში გამართული შეხვედრის ორგანიზატორებისა და უსაფრთხოების სამსახურების მიმართ. „გვსურს მადლობა გადავუხ...

 ისრაელის კლუბი

1795785396

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს

როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პირიქით, ქვეყანას აკრიტიკებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდო...

დავით მათიკაშვილი

1795784830

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5917 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1795784676

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები მოგვიანებით გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საქმეზე აუცილებლად იქნება შედეგები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა. როგორც თამაზაშვ...

სულხან თამაზაშვილი