ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, აპროტესტოს რაც სურთ, მათ ხელს არავინ უშლის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი რეფორმა განახორციელა და შესაბამისი სტრატეგიაც შეიმუშავა.

„თუ მიკერძოებული აზრი არსებობს კანონების მიმართულებით, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ რაღაც ტიპის კომენტარები ანტი LGBT-ე კანონის წინააღმდეგ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის დასაცავად.

გამკაცრებული ზომები, რომელიც ჩვენ მივიღეთ შეკრება-მანიფესტაციასთან დაკავშირებით, ერთ რამეს ემსახურება - თუ მომიტინგეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქუჩა გადაკეტონ, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაკეტონ. თუ ვიღაც სპეციალურად ცდილობს, ტროტუარზე გამვლელებს ხელი შეუშალოს მოძრაობაში, მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, დანარჩენი ყველას უფლება დაცულია შეკრებასთან დაკავშირებით.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, აპროტესტოს რაც სურთ, მათ ხელს არავინ უშლის, თუ ისინი ცდილობენ მშვიდობიანად კანონის ფარგლებში გამოხატონ თავის პროტესტი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს საქართველოში.

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მით უმეტეს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ამ დასკვნის გამოტანა ძალიან იოლია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769505497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება, რომ ფასები შემცირდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველ გუნდში ხედავენ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება ფასები შემცირდეს. „ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შე...

ლევან მაჭავარიანი

1769503255

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთვის პოლიტიკა მიდის

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას ეხმიანება. დეპუტატის შეფასებით, უკრაინის მხრიდან გადატვირთვის პოლიტიკას აქვს ადგილი, საქართველოს კი ო...

გურამ მაჭარაშვილი

1769501698

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა. აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღუდუშაური...

ილია ღუდუშაური

1769500916

ახალი ამბები

საქართველოდან ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

მიგრაციის დეპარტამენტი

1769499296

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ოპოზიციურ მედიას: „მითების დეტექტორი“ ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები - ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი

მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციური მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხა...

ნინო წილოსანი