ლევან მაჭავარიანი: კვლევა, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მმართველ კლასში, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ბოლო 4 წლის განმავლობაში

„კვლევა, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მმართველ კლასში. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, ეს კვლევაც ადასტურებს იმას, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ის „პოლიტიკოს“ სტატიას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ „ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს“.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ევროკავშირის წარმომადგენლები ერთმანეთს აბრალებენ იმ რთულ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ.

„ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა არანაკლებ ავტორიტეტული ორგანიზაციის Ipsos-ის კვლევა, სადაც ანალოგიური იყო, ძალიან ნიჰილისტური განწყობაა ევროპელ ხალხში. ისინი მიიჩნევენ, რომ დემოკრატიის უკუსვლაა ევროკავშირში, ცხოვრების დონის გაუარესება და ძალიან პესიმისტური მოლოდინი აქვთ და ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ასახა თავის უსაფრთხოების დოკუმენტში, სადაც ფაქტობრივად, ერთი ერთში არის განმეორებული ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ევრობიუროკრატების მიმართ.

მთავარი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, მმართველი კლასი. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენ, არა მხოლოდ კვლევები, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საუბრობს რიგი ევრობიუროკრატების, რომლებიც სათავეში უდგანან ევროკავშირს, სისუსტეებზე, არამედ უშუალოდ, ევროკავშირში არის უკვე სერიოზული დაპირისპირება. მაგალითად, ქალბატონი კალასის წინააღმდეგ უკვე ღიად გამოდის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ღიად უპირისპირდება მას ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ამბობენ, რომ მის ხელში ევროპას მომავალი არ აქვს.

ასევე, ქალბატონი ურსულა ფონ დენ ლაიენის მმართველობითაც თვითონ ევროპაში არიან უკმაყოფილოები და გადასული არიან ახლა ერთმანეთისკენ თითის გაშვერაზე და ერთმანეთს აბრალებენ იმ რთულ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ევროკავშირი მათი მმართველობის პირობებში“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769507219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია, დებატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, პოლარიზაცია დაიწევს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საჯარო სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნება პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, რადიკალურ ოპო...

ლევან მაჭავარიანი

1769505873

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, აპროტესტოს რაც სურთ, მათ ხელს არავინ უშლის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი რეფორმა განახორციელა და შესაბამისი სტ...

ლევან მაჭავარიანი

1769505497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება, რომ ფასები შემცირდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველ გუნდში ხედავენ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება ფასები შემცირდეს. „ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შე...

ლევან მაჭავარიანი

1769503255

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთვის პოლიტიკა მიდის

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას ეხმიანება. დეპუტატის შეფასებით, უკრაინის მხრიდან გადატვირთვის პოლიტიკას აქვს ადგილი, საქართველოს კი ო...

გურამ მაჭარაშვილი

1769501698

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა. აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღუდუშაური...

ილია ღუდუშაური