გიორგი შარაბიძემ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

გიორგი შარაბიძემ სიტყვით გამოსვლისას 2024 წლის პარლამენტისა და 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ისაუბრა.

მან აღნიშნა რომ ცესკომ ბოლო ორ საერთო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენა ელექტრონული ტექნოლოგიები და ორივე არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ დონეზე, შეუფერხებლად, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიების გამართული მუშაობა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობა ასევე დაადასტურა ამერიკული აუდიტორული კომპანიის „Pro V&V“-ს მიერ ჩატარებულმა შესაბამისობის აუდიტმა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ ბოლო ორ საერთო არჩევნებს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს. მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანას თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ მიეცა, რაც ძალიან სასიხარულოა. საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, გააგრძელებს არჩევნების ადმინისტრირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნა განხილვის დასრულების შემდეგ გიორგი შარაბიძემ.

განხილვა 26 იანვარს ჟენევაში გაიმართა და მასში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769507219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია, დებატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, პოლარიზაცია დაიწევს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საჯარო სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნება პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, რადიკალურ ოპო...

ლევან მაჭავარიანი

1769505873

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, აპროტესტოს რაც სურთ, მათ ხელს არავინ უშლის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი რეფორმა განახორციელა და შესაბამისი სტ...

ლევან მაჭავარიანი

1769505497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება, რომ ფასები შემცირდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველ გუნდში ხედავენ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება ფასები შემცირდეს. „ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შე...

ლევან მაჭავარიანი

1769503255

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთვის პოლიტიკა მიდის

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას ეხმიანება. დეპუტატის შეფასებით, უკრაინის მხრიდან გადატვირთვის პოლიტიკას აქვს ადგილი, საქართველოს კი ო...

გურამ მაჭარაშვილი

1769501698

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა. აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღუდუშაური...

ილია ღუდუშაური