ლევან მაჭავარიანი: რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია, დებატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, პოლარიზაცია დაიწევს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საჯარო სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნება პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია.
„დებატები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი და დებატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, პოლარიზაცია დაიწევს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ ორივე მხარე მოისმინონ და მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები.
ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია. ეს სიურპრიზი არ არის, ვინაიდან საზოგადოების თვალში ნათლად გამოჩნდება, რომ მათ მხარეს არანაირი სიმართლე არ დგას. შესაბამისად, ძალიან შეშინებულები არიან და რაღაც უაზრო მიზეზებით ცდილობენ, ეს ყველაფერი თავიდან აირიდონ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1769505497
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება, რომ ფასები შემცირდეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველ გუნდში ხედავენ რეალურ სივრცეს, სადაც შეიძლება ფასები შემცირდეს. „ჩვენ ვხედავთ რეალურ სივრცეს, სადაც შე...
1769503255
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთვის პოლიტიკა მიდის
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას ეხმიანება. დეპუტატის შეფასებით, უკრაინის მხრიდან გადატვირთვის პოლიტიკას აქვს ადგილი, საქართველოს კი ო...
1769501698
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა. აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღუდუშაური...
1769500916
ახალი ამბებისაქართველოდან ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....
1769499296
ახალი ამბებინინო წილოსანი ოპოზიციურ მედიას: „მითების დეტექტორი“ ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები - ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი
მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციური მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხა...































