ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენ მათ მხოლოდ ქუჩაში ვხედავთ, მაინც ქუჩაში იყვნენ და ქუჩაში დარჩებიან, თუ სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს
„ეს აგენტურული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით დგომით ბოლომდე გვყავს განულებული და გამარგინალებული“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს.
„სუბიექტურად რომ ვთქვათ, ჩვენ შეიძლება ძალიანაც გვაწყობდეს ასეთი ოპოზიცია შემდეგი არჩევნებისთვის, ვინაიდან გამარტივებულია უზარმაზარი ანგარიშით გამარჯვება, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის წინაშე და ვალდებულები ვართ, რომ, გარდა ამ პოლიტიკური შეფასებისა, ამ ყველაფერს მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ეს იყო წინასაარჩევნოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება.
ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენ მათ მხოლოდ ქუჩაში ვხედავთ. მაინც ქუჩაში იყვნენ და ქუჩაში დარჩებიან, თუ სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს. ჩვენ გვახსოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც თავად არ ჩაუტარებიათ წინასაარჩევნო კამპანია და ნაცვლად იმისა, რომ გასულიყვნენ რეგიონებში და ხალხთან ჰქონოდათ საუბარი, მათ თავიდან ბოლომდე საარჩევნო კამპანია ჩაატარებინეს თავიანთ პატრონებს.
ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენ მათ მხოლოდ ქუჩაში ვხედავთ. მაინც ქუჩაში იყვნენ და ქუჩაში დარჩებიან, თუ სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს. ჩვენ გვახსოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც თავად არ ჩაუტარებიათ წინასაარჩევნო კამპანია და, ნაცვლად იმისა, რომ გასულიყვნენ რეგიონებში და ხალხთან ჰქონოდათ საუბარი, მათ თავიდან ბოლომდე საარჩევნო კამპანია ჩაატარებინეს თავიანთ პატრონებს.
როდესაც განეიტრალდება ასეთი აგენტურული და დესტრუქციული ძალები, უფრო მეტი მოტივაცია მიეცემათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში და გაგვიწიონ ჯანსაღი ოპონირება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1792588897
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღ...
1792588375
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა
„როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურნბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მ...
1792588047
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792587354
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით - ჟენევაში
„ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია, რადგან რამდენი შეხვედრა ჩატარდა და აბსოლუტურად უშედეგოდ, ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო, რომ როგორმე გაეროს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისია საქართველოდან...
1792587082
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერე...




























