ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებაზე: ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია, ვეთანხმებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია, ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგან
ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, საარჩევნო პროცესების დროს, ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა და ერთ-ერთ მაგალითად საქართველო დაასახელა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ილაპარაკა.
„არგუმენტების მოშველიება როდესაც სჭირდებათ, ზუსტად იმ არგუმენტებს ახსენებენ რომლებზეც ვლაპარაკობთ ჩვენ; ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის ერთი საუკუნეა იმ არგუმენტებს იშველიებს, რა არგუმენტებზეც ლაპარაკობდა დიდი ბრიტანეთი, როდესაც ამ კანონს იღებდა. ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია. ჩვენ ვეთანხმებით ამ არგუმენტებს; ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგან და ერთ-ერთ მაგალითად, სწორედ, საქართველო მოიყვანეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმ სიმართლეში, რომელზეც მმართველი პარტია წლების განმავლობაში ლაპარაკობდა.
1792588897
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღ...
1792588375
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა
„როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურნბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მ...
1792588047
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792587354
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით - ჟენევაში
„ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია, რადგან რამდენი შეხვედრა ჩატარდა და აბსოლუტურად უშედეგოდ, ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო, რომ როგორმე გაეროს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისია საქართველოდან...
1792587082
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერე...





























