ლევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი

შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საქართველოში მისი აგენტურა ვერ გაატარებს გარე ძალის ინტერესებს.

„როდესაც ვსაუბრობთ მათ [ოპოზიციის] პატრონებზე, მით უმეტეს ბრიუსელზე და ბრიუსელის მმართველ ელიტაზე, ჩვენ იმდენი უსამართლობა ვიხილეთ და ისეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან ბოლო 4-5 წლის განმავლობაში და ისეთი დეზინფორმაციის ნიაღვარი და მიკერძოებულობის ხარისხი, რომ იმის იქით ძალიან რთულია რაიმე წარმოიდგინო. თავადვე მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი მფარველობენ აგენტურას საქართველოში და ყველაფერი მარტივი გასაშიფრია, დღეს საზოგადოების აბსოლუტურმა უმეტესობამ იცის, რაში იყო საქმე. ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსიომისთვის საქართველოს გამოყენებაზე და მაგისთვის სურდათ მათ პატრონებს, რომ ჩაენაცვლებინათ „ქართული ოცნება“. ერთი მხრივ, არჩევნების გზით, როდესაც ამის საშუალება თითქოსდა ჰქონდათ და მაგიტომ ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარები საქართველოში.

და მეორე მხრივ, როდესაც არჩევნებით ეს ვერ ხერხდებოდა 5 თუ 6 რევოლუციის მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად იმ პერიოდში, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და ვერც რევოლუციის გზით ვერ ჩაგვანაცვლეს. ამის გარანტია არის ქართველი ხალხი.

შუა დერეფნის მნიშვნელობა არის მართლაც გაასმაგებული. ჩრდილოეთი დერეფანი დაკეტილია რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სამხრეთ დერეფანში მუდმივი პრობლემებია. რა თქმა უნდა, აქაც სჭირდება აგენტურა. ვინაიდან აქაც ურჩევნიათ, რომ საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში იმართებოდეს მათი ინტერესების შესაბამისად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იციან, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში გადადგამს შუა დერეფნისთვისაც ყველა ნაბიჯს, რომელიც, პირველ რიგში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ კუთხითაც მათ სურთ აგენტურა ქვეყანაში.

მათ ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდებათ აქ აგენტურა, თუმცა, შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792589021

ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტ

1792588897

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღ...

ირაკლი კობახიძე

1792588375

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა

„როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურნბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მ...

ააა

1792588047

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი

1792587354

ახალი ამბები

გია ვოლსკი: საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით - ჟენევაში

„ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია, რადგან რამდენი შეხვედრა ჩატარდა და აბსოლუტურად უშედეგოდ, ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო, რომ როგორმე გაეროს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისია საქართველოდან...

გია ვოლსკი