საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.

„მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ არსად გვეჩქარება.

ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად.

იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალური სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773593801

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს. მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერ...

მეწყრი

1773592901

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ, საქართველოს კრიტიკოსი ეს „ოროსნები“ ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებას - ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს და რუკის წაკითხვა არ იციან

კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გ...

ექსპერტი

1773590905

ახალი ამბები

მეუფე შიო: ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად გადაიქცევა

ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია, არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ...

ლლლ

1773589416

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ჯანგირაშვილზე: ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანია ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები - ნამუსი რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს არ უნდა ახსენებდეს

ძალიან სუსტი პროპაგანდა აქვთ. აქტორები ხომ პლინტუსს დაბლა, - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი ჟურნალისტის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმის“ გამო, ბიძ...

გიორგი გამსახურდია

1773587629

ახალი ამბები

ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი - „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“ - არათანმიმდევრულია, ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს სტრატეგიული მიტოვებაა

თბილისისადმი მიმართული გზავნილი არათანმიმდევრულია: „შეინარჩუნეთ დემოკრატიული და პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, თქვენს გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ...

ვახტანგ თოფურია