ლევან მაჭავარიანი: საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით

„საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის პრესსპიკერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მსგავსი მოწოდებები სიახლე არ არის და აღნიშნავს, რომ „პირიქით, უფრო გაგვიკვირდებოდა ამასთან დაკავშირებით რაიმე ასეთი დეზინფორმაციული განცხადება რომ არ მოგვესმინა“.
„ბატონ ნიკა მელიასთან დაკავშირებით მეორე სერიას ვუყურებთ, ვინაიდან, იგივე განცხადებები იყო 2021 წელს მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, 3 წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ამ შემთხვევაშიც, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით და ბოდიში არავის მოუხდია.
მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო კიდევ გახმაურებული საქმეები, რომელიც იყო ბატონი გვარამიას გარშემო, ბატონი მერაბიშვილის გარშემო.
ნებისმიერი საქმე, რომელიც რეზონანსული იყო და თითქოს და რაღაც პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ აქაც დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით.
ეს ჩვენთვის სიახლე არ არის, პირიქით, უფრო გაგვიკვირდებოდა ამასთან დაკავშირებით რაიმე ასეთი დეზინფორმაციული განცხადება რომ არ მოგვესმინა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
ცნობისთვის, ევროკავშირის პრესსპიკერი ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას და სხვა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს.
1748791748
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორც სახელმწიფომ ასევე, პირველ რიგში, ჩვენმა ამომრჩევლებმა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები - ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგის ძალაში შესვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამჭვირვალობა დე...
1748789198
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა
ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი...
1748787407
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პ...
1748785224
ახალი ამბებიბერა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას
ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფაქტს ეხმიანება. „ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“, - წერს ბერა ივანიშვილი. იგი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებუ...
1748783602
ახალი ამბებიმეუფე შიო: გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ჭეშმარიტება
„როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკ...