გია ვოლსკი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არასოდეს დაუყენებია

როდესაც საელჩო - წინა ელჩი, ახლანდელი ელჩი, გარკვეულ ინტენსიურ მოლაპარაკებებშია ოპოზიციურ ჯგუფებთან, მით უმეტეს ასეთი ექსტრემისტული გამოვლინებების ფონზე, გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ჰქონდა ადგილი წინა ადმინისტრაციის დროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.
მან „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„განცხადება ორაზროვნებას შეიცავს, რბილად რომ ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის არსებობს რაღაც გადაუწყვეტელი პრობლემები და იმ შემთხვევაში, რომ ბიძინა ივანიშვილს დაწესებული აქვს ეს ფორმალური და არაფორმალური აბსოლუტურად უსამართლო სანქციები, ამ ვითარებაში არასერიოზული იქნებოდა ამ თემებზე რაღაც მოლაპარაკებების გამართვა.
ხალხმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არასოდეს დაუყენებია“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩოს განცხადებას თავად ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა.
1748956800
სპორტიეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია
2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ეთერ ლიპარტელიანია – ასეთია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგები. 25 წლის ქართველი ძიუდოისტი ქალი ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, შერეულ...
1748956090
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7328 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1748953877
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა შვედეთის მთავრობის განცხადებაზე: ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომადგენლები
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, შვედეთის განცხადებები და ქმედებები საქართველოსთან მიმართებით „ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომა...
1748953654
ახალი ამბებილევან დავითაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს
„ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ე...
1748950779
ახალი ამბებიარაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ინვესტორების დახმარებისთვის, მოუთმენლად ველოდებით უფრო მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელებას საქართველოში
„თბილისის მშრალი პორტი არის მასშტაბური ლოგისტიკური ობიექტი, რომელიც არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარობას აღმოსავლეთ-დასავლეთ...