ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი და დააკავებინეს თავი, ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან

ოპოზიციის სტრატეგიას აქვს ორი მიმართულება. ერთი მიმართულება, რომელიც დადასტურებულია და მეორე მიმართულება უნდა განვიხილოთ დაშვების თეორიით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„ჩვენ რასაც ვხედავთ არჩევნების შემდეგ ამ ე.წ. ოპოზიციურ ველზე, ეს არის შეცვლილი ტაქტიკა, ერთგვარი დივერსიფიცირების მცდელობა მათივე პატრონების მხრიდან. სახეზეა სხვადასხვა დანაყოფი. ერთი მხარე საუბრობს ან საერთოდ არ არის ჩართული ამ გარჩევებში გაცხადებულად, არც მანდატი აქვს დატოვებული, აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მეორე კი ძალით აჭერინებს თავს. ეს არის დადგენილი სცენარით მოქმედება. მეორე ჯგუფი ამ სცენარს მიჰყვება, მესამე ჯგუფი დანარჩენების ბულინგით არის დაკავებული და საერთოდ არ აპირებს, რომ მიიღოს მონაწილეობა [არჩევნებში].
დაშვების დონეზე რომ ვთქვათ, რომ დავალება არ აქვთ მიღებული, თვითონ წყვეტენ თავიანთ პოლიტიკურ აქტივობას, აქაც მიზანმიმართულად დააკავებინეს თავი, მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
1748956800
სპორტიეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია
2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ეთერ ლიპარტელიანია – ასეთია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგები. 25 წლის ქართველი ძიუდოისტი ქალი ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, შერეულ...
1748956090
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7328 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1748953877
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა შვედეთის მთავრობის განცხადებაზე: ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომადგენლები
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, შვედეთის განცხადებები და ქმედებები საქართველოსთან მიმართებით „ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომა...
1748953654
ახალი ამბებილევან დავითაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს
„ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ე...
1748950779
ახალი ამბებიარაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ინვესტორების დახმარებისთვის, მოუთმენლად ველოდებით უფრო მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელებას საქართველოში
„თბილისის მშრალი პორტი არის მასშტაბური ლოგისტიკური ობიექტი, რომელიც არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარობას აღმოსავლეთ-დასავლეთ...