ლევან მახაშვილი: ალბათ, ბრიუსელმა თავად უნდა განმარტოს, რატომ გადაწყვიტა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ამ ფორმით გადადება, მაგიდის აყირავება
„პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით მხარეებს შორის იყო ზოგადი შეთანხმება, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომლითაც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ევროკავშირის მიერ მანამდე გაყინული ფორმატების აღდგენა უნდა დაწყებულიყო“, - ამის შესახებ მახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„პირველი გზავნილები ევროკავშირისგან, რომ ისინი იყვნენ დაინტერესებული ამ ფორმატით, დაახლოებით, ამ წლის დასაწყისში წამოვიდა, მაგრამ აქტიური მუშაობა უკვე ამ ფორმატზე, დაახლოებით, ექვსი თვის წინ დავიწყეთ და იყო ზოგადი შეთანხმება მხარეებს შორის, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, მაგრამ არა ბოლო ნაბიჯი და ამით დავიწყებდით ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ევროკავშირის მიერ მანამდე გაყინული ფორმატების აღდგენას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოლოდინი ჩვენი მხრიდანაც დიდი იყო, სურვილიც დიდი იყო და მოწადინებული ვიყავით ყველა, რომ აქტიურად ჩართული ვყოფილიყავით ამ ფორმატში. იყო სხვადასხვა საკითხი, ეს იყო მე-17 ფორმატი. რამდენიმე თემა იყო გათვალისწინებული, იყო სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, უფლებები, მათ შორის, საარჩევნო ჩარჩო, მედიის გამოხატვის თავისუფლება, იყო თანასწორობა, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელება, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ასე შემდეგ. უბრალოდ კი არ მოგვაწოდეს, მთელი 6 თვე ამას დაეთმო, რომ შევთანხმებულიყავით იმ თემებზე, რა თემებზეც გვექნებოდა საუბარი ამ ფორმატის ფარგლებში. ამიტომ, ეს იყო ორმხრივი თანხმობის საგანი, სწორედ ეს თემები, მათ შორის, რაზეც ახლა ვისაუბრე. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა თარიღიც. დაახლოებით, თვე-ნახევრის, თუ ერთი თვის წინ გადაწყდა 21 ნოემბერიც. ევროკავშირის პოზიცია იყო და პრინციპში, ჩვენი ეს დამოკიდებულებაც ასეთი იყო, ევროკავშირი თავის დელეგაციას განსაზღვრავდა და საქართველო განსაზღვრავდა იმ დელეგაციას, რომელიც მათ კითხვებს, რაც ჰქონდათ, ყველაზე კომპეტენტურად და ეფექტიანად უპასუხებდა“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, კითხვები იყო ყველა ჩამოთვლილ თემაზე.
„ზოგადად, ასეა, რომ მდგომარეობა, შრომის უფლებებიდან დაწყებული, გამოხატვის თავისუფლებით დამთავრებული, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით და ა.შ, ამ თემების განხილვა მიდიოდა ხოლმე. ანუ, დღის წესრიგში არის ეს თემები, ამ თემების ირგვლივ საქართველოს მხარესაც აქვს კითხვები და ევროკავშირის მხარესაც აქვს კითხვები. მიდის კითხვების მუდმივი ურთიერთგაცვლა და ამ კითხვებზე იქვე ხდება პასუხის გაცემა“, – განაცხადა მახაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე დელეგაციაში, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დასახელებული თემებიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ყველაზე რელევანტური უწყებები იქნებოდნენ.
„გასაგებია, რომ ყველაზე რელევანტური უწყებები იქნებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაცია, შს სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ნაწილში, პარლამენტის წარმომადგენლები, საერთო სასამართლოების, ცესკოს წარმომადგენლები. მაღალი თანამდებობის პირებზეა აქ საუბარი და არა უბრალოდ, რიგით თანამშრომლებზე, რადგან აზრი ამ შეხვედრის იყო არა ის, რომ უბრალოდ, ვინმეს გაესეირნა ბრიუსელში და დაესვა ნიშანი, რომ მე ვიყავი, არამედ რა კითხვებიც იყო, რა თქმა უნდა, ყველაზე კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცათ მათ, ვინც ამ თემებს კურირებს“, – განაცხადა მახაშვილმა.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპონენტთა განცხადებებს, რომ ალექსანდრე დარახველიძე არის დასანქცირებული და სწორედ ამიტომ მოხდა ბრიუსელის მხრიდან ამ შეხვედრის გაუქმება, მახაშვილმა განაცხადა: „ერთი რაღაც უნდა ითქვას სრული პასუხისმგებლობით, საქართველოს არცერთ მოქალაქეზე ევროკავშირის სანქცია არ არის“.
„არის ცალკეული სახელმწიფოები, მათ შორის, ბატონ დარახველიძეზე იყო საუბარი და არის ესტონეთში და ლიტვაში გადაადგილების შეზღუდვა, მათ ტერიტორიაზე, არა ევროკავშირის, არა მით უმეტეს, ბელგიის და ასე შემდეგ, არამედ მათ ქვეყანაში“, – განაცხადა მახაშვილმა.
ამასთან, მახაშვილმა აღნიშნა, რომ „როცა ევროკავშირის ზოგიერთ დედაქალაქში მართლაც ტერორისტებსა და კაცისმჭამელებს წითელ ხალიჩას უგებენ, ამის ფონზე მიზეზად რომ გეუბნებიან, თურმე, ესტონეთმა თუ ლიტვამ რაღაც დააწესა, ესეც ოფიციალურად არ ყოფილა, მაგრამ შეგვიძლია, ზოგადად წარმოვიდგინოთ, რაზეა საუბარი, არის, სულ მცირე, ღიმილის მომგვრელი“.
„ეს არის ჩემი დაკვირვება, არ მინდა, ამაზე ზოგადად ვისაუბრო, მაგრამ ჩემი დაკვირვებით არის ასეთი მდგომარეობა, როგორც ჩანს, საერთოდ, ამ ადამიანის უფლებების დიალოგზე არ იყო თანხმობა თავად ბრიუსელშიც, რადგან ბევრი იყო წინააღმდეგი ამ ფორმატის გამართვის და 6 თვე დაგვჭირდა, პინგ-პონგის დიპლომატია ასე ვთქვათ, რომ ბოლოს და ბოლოს, დაესახელებინათ თარიღი. ეს ბევრი წინააღმდეგი იყო მათ შორის, ევროპული საგარეო ქმედების სამსახურში, კაია კალასის უწყებაში ვგულისხმობ და ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ფორმატების აღდგენას“, – განაცხადა მახაშვილმა.
როგორც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ალბათ, ბრიუსელმა თავად უნდა განმარტოს, საბოლოო ჯამში, რატომ გადაწყვიტა ამ ფორმატის ამ ფორმით გადადება, მაგიდის აყირავება.“
1763585256
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას
„ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მი...
1763584666
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოში საარჩევნო უბნებზე ხელმისაწვდომობა თანაბარია, უამრავ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, არ მოქმედებს საელჩო. თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება
„არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“. მთავრობის მეთაურის...
1763584631
საზოგადოებაპრემიერი: დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები ძალიან მყარია, არ შეიძლება ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენ გვამოძრავებს სუვერენიტეტის დაცვის ინტერესი
„არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო“...
1763584554
საზოგადოებაპრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას
„ასეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის შემთხვევაში - პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინი...
1763584457
ახალი ამბებიშსს: სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკა...



























