პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი - 2002 წელს დაბადებული ფ.პ., 1967 წელს დაბადებული ვ.ლ., 1980 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული ჯ.ლ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 22 შეკვრა „კოკაინი“, „სუბუტექსის“ 261 აბი და 36 აბის ნატეხი, „მდმა“, „ამფეტამინი“, „პსილოცინის“ შემცველი სოკო, „ლირიკა“ და გამომშრალი, „მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763619418

ახალი ამბები

პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონს განიხილავს, რომელიც გერმანული კანონის ანალოგია

პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონს განიხილავს, რომელიც გერმანული კანონის ანალოგია. ინიციატივის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანები რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით ი...

პარლამენტი

1763585256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას

„ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მი...

ირაკლი კობახიძე

1763584666

საზოგადოება

პრემიერი: საქართველოში საარჩევნო უბნებზე ხელმისაწვდომობა თანაბარია, უამრავ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, არ მოქმედებს საელჩო. თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება

„არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“. მთავრობის მეთაურის...

ირაკლი კობახიძე

1763584631

საზოგადოება

პრემიერი: დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები ძალიან მყარია, არ შეიძლება ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება, ჩვენ გვამოძრავებს სუვერენიტეტის დაცვის ინტერესი

„არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო“...

ირაკლი კობახიძე

1763584554

საზოგადოება

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

„ასეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის შემთხვევაში - პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე