გიორგი კახიანი: როდესაც მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის დაბინძურება ხდება, ჯარიმები იზრდება და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აფასებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაზიდვის, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის საკითხებს ეხება.
კახიანის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებებით ჯარიმების გაზრდა პრევენციის მექანიზმი იქნება.
„ქალაქში მოძრაობს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადააქვს სამშენებლო ნარჩენი თუ სამშენებლო მასალა და ეს ყველაფერი იმდენად მოუწესრიგებლად ხდება, რომ ქუჩების და ზოგადად ქალაქის დანაგვიანებას იწვევს. ეს სურათი თითოეულ ჩვენგანს ქალაქში არც თუ ისე იშვიათად გვინახავს.
ამიტომ ბუნებრივია, ამაზე გარკვეული რეაგირება საჭიროა იმისათვის, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გამოსწორდეს. ამ ინიციატივის მიხედვით, ასეთ შემთხვევებზე, როდესაც მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის დაბინძურება ხდება, ჯარიმები იზრდება და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება, რათა ჩვენი ქალაქი არ დაბინძურდეს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივას განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით ან არასათანადოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 500 ლარის ოდენობით.
ასევე, თბილისის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 5 000 ლარით დაჯარიმდება.
1763627110
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმა-საურავების ჩამოწერა ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტს წარმოადგენს
სახელმწიფო მუდმივად ცდილობს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით მხარში დაუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ტაქს...
1763623472
ახალი ამბებისაქართველოში ბულგარეთის ელჩი: მინდა, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება ვიხილო, იმედი მაქვს, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ინტერაქციას
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დისკუსია ნამდვილად იქნება, იმედია, რომ დისკუსია მოიტანს კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა ვესელინ ვალ...
1763622499
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 14 წლამდე არასრულწლოვანებთან დაკავშირებით კარგი გერმანული პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება ხდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, რომლის მთავარი მიზანია ბავშვების დაცვა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონს აფასებს, რომელიც გერმანული კანონის ანალოგია. ინიციატივის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი არას...
1763620630
ახალი ამბებიპოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი - 2002 წელს დაბადებული ფ.პ., 1967 წელს დაბადებული ვ.ლ., 1980 წელს დაბადებული...
1763619772
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ალბათ, ბრიუსელმა თავად უნდა განმარტოს, რატომ გადაწყვიტა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ამ ფორმით გადადება, მაგიდის აყირავება
„პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით მხარეებს შორის იყო ზოგადი შეთ...































