პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საუბრისას.

პრემიერის თქმით, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში და ეს იყო მთავარი ამოცანა.

“რაც შეეხება კვლევის მასშტაბს, გამსხვილებული სპეციალობების მიხედვით ჩატარდა კვლევა. დაახლოებით 40 ერთეული იყო, ალბათ. მაგალითად, სამართალი იყო ერთი მიმართულება, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი იყო ჩაშლილი მეორე მიმართულებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისად, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში, ეს იყო მთავარი ამოცანა. რატომ იყო საჭირო, ეს რომ განვიხილოთ. აქ აღინიშნა, რომ ადრე თვითონ საზღვრავდნენ დამოუკიდებლად, მთლიანად უნივერსიტეტები, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტები, თავიანთ კვოტებს და რაოდენობებს. პრობლემა ამაში იყო ზუსტად, ამიტომ მივიღეთ ჩვენ 3 600 იურისტი, როდესაც გვჭირდება 700 და 2 900 ჩარიცხულ სტუდენტს ვწირავთ იმისათვის, რომ დიპლომს ვერ გამოიყენებენ. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი მოქალაქე, ახალგაზრდა არ გაწიროს იმისათვის, რომ მიიღებს 4-წლიან თუ 6-წლიან განათლებას და მერე დარჩება უსარგებლო დიპლომის პირობებში. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზრის ანალიზი მოიცავდა გამსხვილებულ სპეციალობებს, ასე ვერ ჩაღრმავდებოდა, ბუნებრივია. თუ რაიმე ხარვეზი გაიპარა, ეს შეიძლება მომხდარიყო უშუალოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადების დროს, რაც ნორმალური ამბავია, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პროცესი იყო. მზად ვართ, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუ სადმე არის ხარვეზი, სადმე არის მოსამატებელი, შესამცირებელი. აქ არ ვსაუბრობ ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის პრინციპზე, ვსაუბრობ კონკრეტულ სპეციალობებზე. თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის მიღება, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ თითოეულ ასეთ პუნქტთან დაკავშირებით განვიხილოთ ხარვეზი, გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ღიაობა, რაც კიდევ ერთხელ შემიძლია დავაფიქსირო. რაც შეეხება მეცნიერებას. ერთი კონკრეტული მიმართულება ეძღვნება კონცეფციაში მეცნიერების მიმართულებას. აქაც ძალიან სერიოზული გამოწვევებია. შეგვიძლია ერთად ავიღოთ სადოქტორო დისერტაციები, სხვადასხვა უნივერსიტეტში დაცული, შეგვიძლია საერთაშორისო ექსპერტები მოვიყვანოთ და ვნახოთ, რამდენი პროცენტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მგონია, რომ 10%-იანიც არ იქნება მაჩვენებელი. ამაში ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეცნიერის მიმართულების გაძლიერება და მეცნიერების მეტი ინტეგრაციის უზრუნველყოფა საუნივერსიტეტო სისტემასთან და სწავლების სისტემასთან, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თვისებრივად გაუმჯობესდეს კვლევის ხარისხი ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რასაც ცალკე ყურადღება ეთმობა კონცეფციაში. რაც შეეხება ბაკალავრიატი-მაგისტრატურის თანაფარდობას, საერთო თანაფარდობა, მე რამდენადაც ვიცი, არსებითად არ შეცვლილა. თანაფარდობა საერთო იგივეა, შეიძლება კონკრეტული სპეციალობების მიხედვით იყოს გადახრები, მაგრამ საერთო თანაფარდობა შეესატყვისება იმ თანაფარდობას, რომელიც მანამდე იყო განსაზღვრული. ვგულისხმობ, საერთო თანაფარდობას. თქვენ გვითხარით, რომ ჩვენ შევცვალეთ თითქოს თანაფარდობა და გეუბნებით, რომ არ შეგვიცვლია. საერთო თანაფარდობა დარჩა იგივე, რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, არსებითად გათვალისწინებული იქნა ამ სამართლებრივი აქტის მომზადების დროს ის თანაფარდობები, რომლებიც მანამდე იყო. თუ სადმე რაიმე შეიცვალა, ან თუ სადმე რამე ხარვეზს ხედავთ, აქაც, მზად ვართ, რომ სათითაოდ განვიხილოთ და გავასწოროთ. შრომის ბაზრის ანალიზს რაც შეეხება, გამსხვილებული სპეციალობები სერიოზული და არსებითი პრობლემა იყო და ამ პრობლემის აღმოფხვრას, გამოსწორებას ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი”, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788675918

მსოფლიო

​უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმ...

​უიტკოფისა და კუშნერი

1788674447

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუ...

ამინდი ამინდი

1788641260

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თეირანმა შესაძლოა, გ...

ირანის ისლამური რევოლუცი

1788640783

მსოფლიო

ევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ

„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...

ევროკავშირი

1788637346

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის

„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...

ირაკლი ქადაგიშვილი