ლევან მახაშვილი: ხოშტარიას ქმედება კონკრეტული დანაშაულის რომანტიზებაა, მნიშვნელობა არ აქვს, ბანერი რომელი პარტიის კუთვნილებაა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

„ელენე ხოშტარიას ქმედება ვიღაცისთვის ვარდისფერი სათვალიდან ყურებაა, ვიღაცისთვის რომანტიზება, რეალურად კი, ეს არის კონკრეტული დანაშაულის რომანტიზება“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი იხილა, მნიშვნელობა არ აქვს, ბანერი რომელი პარტიის კუთვნილებაა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ელენე ხოშტარიას ქმედება ვიღაცისთვის ვარდისფერი სათვალიდან ყურებაა, ვიღაცისთვის რომანტიზება, მაგრამ, რეალურად, ეს რომანტიზებაა კონკრეტული დანაშაულის.
მნიშვნელობა არ აქვს, ბანერი რომელი პარტიის კუთვნილებაა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი ვიხილეთ. მისი მხრიდან იაფფასიანი მცდელობაა, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. როცა სათქმელი არ აქვთ და მოსახლეობისთვის შესათავაზებელი, რა უნდა გააკეთონ, იაფფასიანი გზაა, „რუსულის“ იარლიყი მიაწებო.
ვინმე თუ რუსულია ან რუსეთთან ასოცირდება, ამ ადამიანის მხრიდან ასეთი ქმედებები ღიმილის მომგვრელია. მათთვის ზღვარი და მორალი არ არსებობს, თუმცა „რუსული“ თავიანთ რიგებში მოიკითხონ“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1757942378
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ოპოზიციის 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე: იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, შეასრულოს დავალება. დავალება არის ერთი - პრაგმატული და ცივსისხლიანი
„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, შეასრულოს დავალება. დავალება არის ერთი - პრაგმატული და ცივსისხლიანი“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკ...
1757942335
საზოგადოებაინგა ფხალაძე: ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე“ წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის
„საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა მას ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ენერგეტიკულ დერეფნად აქცევს. ჩვენ „მწვანე“ წყალბადს განვიხილავთ, როგორც საკვანძო შესაძლებლობას აღნ...
1757942010
საზოგადოებასაზმაუს ბორდის წევრი: 4-ში ვუყენებთ ულტიმატუმს, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ე.წ. მთავრობის გადადგომა, ჩატარებული „არჩევნების“ არალეგიტიმურად ცნობა. თუ არ შეასრულებენ, ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკურად უჭირს, გადადის ზურგში
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის ულტიმატუმს, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი განცხადებით,...
1757941521
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7002 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1757940404
ახალი ამბებიკახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე: ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებ...