საზმაუს ბორდის წევრი: 4-ში ვუყენებთ ულტიმატუმს, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ე.წ. მთავრობის გადადგომა, ჩატარებული „არჩევნების“ არალეგიტიმურად ცნობა. თუ არ შეასრულებენ, ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკურად უჭირს, გადადის ზურგში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის ულტიმატუმს, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი განცხადებით, შეკრებილებმა უნდა მოითხოვონ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მთავრობის გადადგომა და ცესკოს დაშლა, ისევე როგორც აქამდე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა. ბასილაია-შავგულიძის თქმით, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხი, ვისაც ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, გადადის ზურგში და ეხმარება წინა ხაზზე მყოფებს.

„4-ში როდესაც ათასობით შევიკრიბებით, ვუყენებთ ულტიმატუმს:1. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ განთავისუფლება!2. ე.წ. მთავრობის გადადგომა!3. ცესკოს დაშლა და აქამდე ჩატარებული „არჩევნების“ არალეგიტიმურად ცნობა!თუ არ შეასრულებენ, შემდეგ ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკურად უჭირს, გადადის ზურგში(არ მიდის სახლში, არამედ ეხმარება წინა ხაზს!)“, - წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757942335

საზოგადოება

ინგა ფხალაძე: ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე“ წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის

„საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა მას ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ენერგეტიკულ დერეფნად აქცევს. ჩვენ „მწვანე“ წყალბადს განვიხილავთ, როგორც საკვანძო შესაძლებლობას აღნ...

ინგა ფხალაძე

1757941521

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7002 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1757940404

ახალი ამბები

კახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე: ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებ...

კახა კალაძე

1757938754

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას. სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1757936391

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე გან...

დავით სონღულაშვილი