ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას. სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1 500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.
იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის სრული მზაობის მიღწევას.
იმიტირებულ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას სიღნაღში პირადად გაეცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, იმიტირებული კენჭისყრის გამართვის მიზანი არამხოლოდ არჩევნებისადმი მზადყოფნის შემოწმება, არამედ საარჩევნო უბნებზე ტექნოლოგიური საშუალებების და ლოგისტიკური საკითხების რეალურ გარემოში პრაქტიკული შემოწმებაა.
მისივე თქმით, ასეთი იმიტირებული კენჭისყრა ქმნის შესაძლებლობას, რომ კომისიის წევრებმა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, დაიხვეწოს მათი მოქმედების კოორდინაცია და გაუმჯობესდეს პროცესის მართვის უნარები.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 207 ლოკაციაზე ჩაატარა იმიტირებული კენჭისყრა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრატორები და ტექნიკური პერსონალი მონაწილეობდნენ. იმიტირებული კენჭისყრის მიზანია არჩევნებამდე კიდევ ერთხელ ვნახოთ ტექნოლოგიური საშუალებების მზაობა, ლოგისტიკისა და ადმინისტრირების სხვა ასპექტები, მათ შორის ჩვენი სწავლების შედეგები - თუ როგორ იყენებენ საარჩევნო კომისიის წევრები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
იმიტირებული კენჭისყრის მიმდინარეობას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სპიკერი ნათია იოსელიანი გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გახსნილია 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
1757941521
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7002 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1757940404
ახალი ამბებიკახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე: ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებ...
1757936391
საზოგადოებადავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე გან...
1757935998
საზოგადოებაკახა კალაძე ევროკავშირის ელჩზე: დიპლომატიურ საქმიანობასთან არ აქვს კავშირი მას, ვინც ქვეყანაში ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩას
„ყველა, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, რადიკალია“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ შეხვედრე...
1757935245
საზოგადოებაკახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით შსს-მ ელენე ხოშტარია დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით ელენე ხოშტარია დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბი...