თენგიზ შარმანაშვილი: კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია

კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევცდებით რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, უცხოეთიდან შემოსული ფულით, პოლიტიკური პარტიებიც კი ფინანსდებოდნენ, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

„დიდი ხანია დაწყებულია ამ ჯგუფების დაფინანსება. რევოლუციური სცენარების გასათამაშებლად ამ ტიპის სემინარები წლების განმავლობაში ვიხილეთ. ეს მექანიზმი დიდი ხანია მოქმედებაშია. ამიტომ დაგვჭირდა სწორედ გამჭვირვალობის კანონის შემოღება და აჟიოტაჟი გამოიწვია ამან იმის გამო, რომ რაც საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული ენჯეოებს, იმ მიზნებს არ ხმარდებოდა და ქაოსის მოსამზადებლად იყო განკუთვნილი. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რა მიზნებისთვის შემოდის ეს თანხები. ეს კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევეცდებით რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური პარტიებიც კი ფინანსდებიან ამ ფულით. მადლობაც კი გადაუხადა ელენე ხოშტარიამ - ესა თუ ის ფონდი დამეხმარა არჩევნებშიო. ეს საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება. ამას არცერთი ქვეყანა არ უშვებს, არ შეიძლება პოლიტიკური მოძრაობების უცხოეთიდან დაფინანსება“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757950440

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯთეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება

შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხა...

ირაკლი კობახიძე

1757948188

ახალი ამბები

აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დ...

ემიგრაცია

1757946528

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი

მსოფლიოს ეკონომიკის მოდელის გადაწყობას თან ერთვის მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა - იქმნება ახალი მიწოდების ჯაჭვები და ამ ნაწილში შუა დერეფანი ახალი მიწოდების ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ „ი...

შოთა ბერეკაშვილი:

1757945217

ახალი ამბები

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლ...

პოლიტიკოსი

1757944027

საზოგადოება

თეიმურაზ წიქვაძე: მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე ზოგიერთი უცხოური მედიის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ინტერესთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა ი...

თემურ წიქვაძე