შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი

მსოფლიოს ეკონომიკის მოდელის გადაწყობას თან ერთვის მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა - იქმნება ახალი მიწოდების ჯაჭვები და ამ ნაწილში შუა დერეფანი ახალი მიწოდების ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველა ტიპის გადაზიდვების ერთ სისტემაში ჰარმონიზაცია უნდა მოვახდინოთ.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლოთ აეროპორტების, პორტების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ჰარმონიზაცია ერთ სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნული სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზაცია. ამის ნათელი მაგალითია, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რომელიც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს გადაზიდვების ზრდას, ასევე აუცილებელია სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაცია, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს.

ყოველივე ეს შექმნის ქვეყნისთვის კონკურენტულ უპირატესობას და ჩვენი დერეფანი გახდება უფრო მეტად მიმზიდველი. ეს არა მარტო ლოგისტიკა, ტრანსპორტის სექტორის მიმართულებით ზრდას გამოიწვევს, ასევე იქნება ზურგის ქალი ისეთი სექტორების განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა. ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მესამედია და თუ ჩვენ შევძლებთ სწრაფი ზრდის უზრუნველყოფას ამ მიმართულებით კარგი ეკონომიკური ზრდა გვექნება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში და აუცილებელია აღნიშნულზე მოვახდინოთ კაპიტალიზაცია“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757948188

ახალი ამბები

აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დ...

ემიგრაცია

1757945217

ახალი ამბები

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლ...

პოლიტიკოსი

1757944027

საზოგადოება

თეიმურაზ წიქვაძე: მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე ზოგიერთი უცხოური მედიის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ინტერესთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა ი...

თემურ წიქვაძე

1757943035

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ხოშტარიას ქმედება კონკრეტული დანაშაულის რომანტიზებაა, მნიშვნელობა არ აქვს, ბანერი რომელი პარტიის კუთვნილებაა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

„ელენე ხოშტარიას ქმედება ვიღაცისთვის ვარდისფერი სათვალიდან ყურებაა, ვიღაცისთვის რომანტიზება, რეალურად კი, ეს არის კონკრეტული დანაშაულის რომანტიზება“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტ...

ლევან მახაშვილი

1757942378

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ოპოზიციის 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე: იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, შეასრულოს დავალება. დავალება არის ერთი - პრაგმატული და ცივსისხლიანი

„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, შეასრულოს დავალება. დავალება არის ერთი - პრაგმატული და ცივსისხლიანი“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკ...

გიორგი ვოლსკი