ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ზუსტად იმავეს, თან გაათმაგებული მასშტაბით
ნაცმოძრაობისა და მის მიერ შობილი პარტიების მორიგმა ერთობამ, „ქართულ ოცნებას“ კარგი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, მოსახლეობას კი არჩევანი გაუადვილა. „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზუსტად იმავეს, თან გაათმაგებული მასშტაბით - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის შეფასებით, რთულია თქმა თუ რამდენ ხანს გასტანს ეს მოჩვენებითი ერთობა, მაგრამ ვიდრე იარსებებს, გარე პატრონები მათგან მოითხოვენ აქტიურ და შემტევ ქმედებებს, რომ მხარდაჭერის საფუძველი ჰქონდეთ. შესაბამისად, გაზაფხულიდან პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს.
„ნაცმოძრაობისა და მის მიერ შობილი პარტიების მორიგმა ერთობამ, „ქართულ ოცნებას“ კარგი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, მოსახლეობას კი არჩევანი გაუადვილა. „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
ზუსტად იმავეს, თან გაათმაგებული მასშტაბით! ამ ერთობას მიეწება ახლად შექმნილი პარტია „თავისუფლების მოედანი“, რომელიც აქამდე თავს იმით იწონებდა, რომ ნაცმოძრაობის მმართველობასთან არაფერი გვაკავშირებს „სუფთა“ ბიოგრაფიები გვაქვსო. სინამდვილეში კი ნაცმოძრაობასთან მათ აკავშირებთ უფრო მნიშვნელოვანი რამ უცხოური გავლენის აგენტობა და თითქმის იდენტური ღირებულებები და მსოფლმხედველობა.
ასე რომ, მათი შეძრომა ამ ერთობაში სრულიად ლოგიკურად გამოიყურება. მარტივია პასუხი კითხვაზე: რატომ ახლა? იმიტომ რომ მათ დასავლელ კურატორებს როგორც ჩანს მობეზრდათ ცალ-ცალკე პარტიებთან ლოლიავი და უბრძანეს - გაერთიანდით, შექმნით ჩვენთვის გასაგები და მისაღები ერთი ალტერნატიული ძალა, რომელსაც მხარს დავუჭერთ. გუშინ, ეს ბრძანება შესრულდა.
რთულია თქმა თუ რამდენ ხანს გასტანს ეს მოჩვენებითი ერთობა, მაგრამ ვიდრე იარსებებს, გარე პატრონები მათგან მოითხოვენ აქტიურ და შემტევ ქმედებებს, რომ მხარდაჭერის საფუძველი ჰქონდეთ. შესაბამისად, გაზაფხულიდან პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს. „ტვ-იმედის“ და „პოს-ტვ“ დასანქცირებაც ამ სცენარის ნაწილია“, - წერს ანჯაფარიძე.
1772524445
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება - „მეტამფეტამინის“ შემცველი სითხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თა...
1772524023
ახალი ამბები„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხ...
1772523771
ახალი ამბებიწილოსანი ოპოზიციაზე: მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ? მათ სხვადასხვა სახელი დაირქვეს, რომ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ
მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ? „ნაცმოძრაობა“ არც არასდროს ყოფილა ცალ-ცალკე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გაერთიანე...
1772522916
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლეს, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
სერიოზულად რომ შევხედოთ საკითხს, ვხედავ სამ მდგენელს, რომელიც ალბათ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო. ერთი არის რომ იარლიყის მიწებება მომხდარიყო ამ ორი ტელევიზიისთვის, ჯამში ამ ორის რეიტინგი რომ აიღო, ფა...
1772522607
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი
საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი, - ამის შესახებ ბრიფინგზე საქ...





























