ლევან მახაშვილი: საკადრო გადაადგილების მიზანია, მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩაიბარონ იმ პირებმა, რომლებმაც გასული თვეების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ საქმის შესრულება მაღალ დონეზე შეუძლიათ

ოპონენტებს შეუძლიათ, ცივი წყალი დალიონ, მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრს და სხვა მინისტრებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული.

„მთავრობის ადმინისტრაციის როლი რა არის? ოპონენტებს შეუძლიათ, ცივი წყალი დალიონ. ადმინისტრაციის მთავარი ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრს და სხვა მინისტრებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. დღეს ცალკე აპარატის აუცილებლობა არ დგას, არსებული რესურსით მთავრობის ადმინისტრაციას მხარს დაუჭერს. არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მთავრობა ნაბიჯებს დგამს, რათა როგორც ინსტიტუციურად, ასევე ადამიანური რესურსებით მაქსიმალურად იყოს გამოყენებული სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობები. საკადრო გადაადგილების მიზანია, მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩაიბარონ იმ პირებმა, რომლებმაც გასული თვეების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათ მაღალპროფესიულ დონეზე შეუძლიათ თავიანთი საქმიანობა შეასრულონ. გეკა გელაძე გამორჩეული იყო ორგანიზებული დანაშაულის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში“, – განაცხადა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777379317

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი

„ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი, რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პოლიტიკური დ...

 ირაკლი კობახიძე

1777379223

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ

„ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეტერთმეტე ფანჩატური და მეტერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე

1777379072

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე

„როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...

ირაკლი კობახიძე

1777378960

ახალი ამბები

პრემიერი: საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, სჭირდება გაგრძელება

ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის...

ირაკლი კობახიძე

1777378512

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე

კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე