გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის შეფასებით, „პრეტენზიულ ბნელებს“, რომლებსაც არც დიპლომატია ესმით და მით უმეტეს, არც მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ „ისპანახისა“ და „აი თოლიას“ საკითხები გაარჩიონ.
„იმ პრეტენზიულ ბნელებს, რომლებსაც არათუ დიპლომატია ესმით, არც მით უმეტეს, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ „ისპანახისა“ და „აი თოლიას“ საკითხები გაარჩიონ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით. რასაკვირველია, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირანელ ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას და ირანელებს უსურვა მშვიდობა და კეთილდღეობა. მხოლოდ ნაცსექტანტური ნარატივებით დატუმბული უსამშობლოები ვერც კი გაბედავენ მათი ვიწრო აზროვნებითაც კი ვითომ დაამუნათონ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიულოცეს ირანის ახალ აიათოლას. „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა“, - წერს აბაშიძე.
1773123668
მსოფლიოისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში პროირანული დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ამჟამად ისრაელის ძალები ტერორისტულ ინფრა...
1773123210
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა, თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა
რეგიონული და გლობალური კრიზისების მიმართ საქართველოს როლზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გაგ...
1773122639
ახალი ამბებიევროკავშირის სანქციების კოორდინატორი დევიდ ო'სალივანი მინისტრ ბოჭორიშვილს წერს, რომ ყულევის პორტი სასანქციო მე-20 პაკეტიდან ამოღებულია
ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიაში არ შევა. შესაბამისი ოფიციალური წერილი საქრათველოს საგარეოპ საქმეთა მინისტრმა ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მიიღო. „თავდაპირველი პოზიცია გ...
1773121750
მსოფლიოორბანი: უნგრეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს რაღაც, ამას შეიძლება უკრაინაც კი ეწოდოს
უნგრეთი დაინტერესებულია უკრაინის შენარჩუნებით, რადგან უნგრელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და უნგრეთს შორის „ყოველთვის იყოს რაღაც“. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარლამე...
1773120193
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
10 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...































