პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო?“ - პირველი ბზარი „ნაცმოძრაობის“ ერთობაში
„შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!“, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ნაცმოძრაობის“ ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო, „ნაცმოძრაობის“ ერთობაში პირველი ბზარი გააჩინა.
ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ ამ კომენტარს, ცისკარიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, ამასთანავე, მან ჩერგოლეიშვილს „უზრდელი, ვირიშვილი და ხისთავიანი“ უწოდა. თავის მხრივ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა, რომ ის და მისი თანაპარტიელები „ზეხირი, გადამდგები, არარაობები არიან“.
„ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ“, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, რამაც, ცისკარიშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ჩერგოლეიშვილი დაადანაშაულა სოციოლოგიისა და არჩევნების „მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში“ ცოდნაში.
„შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ „თბილისის მუხეთე ადგილზე“ ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში. და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე უვიცო არარაობა“, - წერს პეტრე ცისკარიშვილი ჩერგოლეიშვილის მისამართით.
„აუ რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი რატომ ხართ ლუზერები. და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს - ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ ძვირფასო? გამეშვი ეხა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში - არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები“, - პასუხობს მას თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ნაცმოძრაობის“ ერთობის ორ ლიდერს შორის დაპირისპირება გამოიწვია გაერთიანებაში შემავალი „თავისუფლების მოედნის“ წევრების პოზიციამ, რომლებიც აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმთან არ თანამშრომლობდნენ.
1773128075
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს, მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღების საკითხს გამოეხმაურა. „საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გული...
1773125228
ახალი ამბებისაქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74...
1773123952
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაცია: ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ, ნაკვეთი 2006 წელს მთავრობამ გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს
„სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ“, - აღნიშნულის შესახებ...
1773123668
მსოფლიოისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში პროირანული დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ამჟამად ისრაელის ძალები ტერორისტულ ინფრა...
1773123210
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა, თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა
რეგიონული და გლობალური კრიზისების მიმართ საქართველოს როლზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გაგ...































