ლევან ნიკოლეიშვილი: ვიღაც რომ უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული, ამ საქმეს კი არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურის მიერ უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მიზანი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა“.

მისივე თქმით, „ამ შეცვლის ავტორები უდავოდ ის დაუძინებელი უცხოელი „მეგობრები“ და ძველი თუ ახლად გამოჩეკილი ოპოზიციონერები არიან“.

ნიკოლეიშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ სხვა მცდელობებიც კრახით დასრულდება.

„ვიღაც, რომ დიდი, უფრო სწორად უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, დესტაბილიზაცია, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია - მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა.

ამ შეცვლის ავტორები კი უდავოდ ის დაუძინებელი უცხოელი „მეგობრები“ და ძველი თუ ახლად გამოჩეკილი ოპოზიციონერები არიან, რომლებმაც მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ეს ვერ მოახერხეს.

რატომღაც ფიქრობენ, რომ დიდი ფულისა, „დამკრიშველების“ თუ აქაური აგენტურის მეშვეობით არეულობა თავის გაგრძელებებით შესაძლებელი იქნება. გ ეს სცენარი, შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების წყალობით ჩავარდა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, სხვა მცდელობებიც კრახით დასრულდება.

მანამდე კი გამოძიება კვლავ გრძელდება და როგორც ჩანს არეულობის მოსურნეები თუ ორგანიზატორებიც, ადგილობრივიც და უცხოელიც აუცილებლად გამომჟღავნდებიან“, - წერს ნიკოლეიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758043351

ახალი ამბები

პროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი...

პროკურატურა

1758042956

ახალი ამბები

📸 კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დასრულებული პროექტი...

კახა კალაძე

1758042171

ახალი ამბები

18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

სამგორის რაიონში, „ჰუალინგის“ დასახლებაში 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობ...

საავტომობილო მოძრაობა

1758041222

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: საქართველოში ოპოზიციას რევოლუცია მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ მათ არ აქვთ ხალხის საკმარისი მხარდაჭერა, რათა არჩევნების გზით მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლა

„თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში რევოლუცია ვერ ჩაითვლება პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევ ლეგიტიმურ და დასაშვებ მექანიზმად. დემოკრატიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას გააჩნია ინსტიტუციურ...

დავით ჩიხელიძე

1758039412

სპორტი

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავეებმა: ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სპორტის სამინისტროს ინფორმაცი...

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ