პრემიერი: დღეს, ქუთაისში 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ადამიანი მთავარი ზრუნვის საგანია, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება. დღეს, ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი ასახავს დამოკიდებულებას, რომელსაც ხელისუფლება ამჟღავნებს.

„მინდა გავიხსენო, რომ იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ჰქონდა არავითარი ფასი. ასეთი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. დღეს, ხელისუფლების პირობებში, ადამიანი არის მთავარი ზრუნვის საგანი, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა. ის დამოკიდებულება, რაც ვახსენე, აისახებოდა დევნილების მიმართ მიდგომაზეც და დღეს რაც არის დამოკიდებულება, ეს ახალი დამოკიდებულებაც, სათანადოდ აისახება მიდგომებზე და ზრუნვაზე დევნილების მიმართ. დღევანდელი დღეც არის ამის მორიგი გამოხატულება. რაც შეეხება კონკრეტულად განსახლების საკითხებს, ამ მიმართულებითაც რადიკალურად შეიცვალა მიდგომები 2012 წლის შემდეგ, მიღებულ იქნა ახალი კანონი, დადგინდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც სამართლიანად წარიმართება განსახლების პროცესი. ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ამ მიმართულებით, აშენდა არაერთი საცხოვრებელი, რითაც ისარგებლა ათასობით დევნილმა ოჯახმა.

ამ პროცესის გაგრძელებაა დღევანდელი დღეც. პროექტები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, თავისი მასშტაბით არის უპრეცედენტო. ერთდროულად 5 ქალაქში, გარდა ქუთაისისა, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, ათასობით ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. ამ ყველაფრის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ლარს. დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტო თანხები იხარჯება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის გადაცემა. ასევე, წარმატებით ხორციელდება „სოფლად სახლის“ პროექტიც, რომლის ფარგლებში 12 000-მა ოჯახმა უკვე შეიძინა საკუთარი სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთით. ესეც არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალი მშენებლობების პარალელურად გვეხმარება განსახლების პოლიტიკის სწორად წარმართვაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758019244

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო

 საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევ...

არჩევნებუ

1758014463

ახალი ამბები

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ...

პროკურატურა

1758012962

მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრძოლას უცხადებს - „ჩვენ შევუტევთ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც აქეზებს, ხელს უწყობს და თავადვე ერთვება ძალადობაში“

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრძოლას უცხადებს. ჯეი დი ვენსის შეფასებით, ამერიკა პოლიტიკურ ძალადობამდე სწორედ NGO-ების ქსელის დამსახუ...

 ჯეი დი ვენსი

1758012256

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელი...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1758011607

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით თბილისის მერის, კახა კალაძის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, 2026-2029 წლებში, თბილისშ...

პრემიერ-მინისტრი