პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758021242

საზოგადოება

ძაგანია: ფონ დერ ლაიენი მომენტს არ უშვებს, საქართველოზე ცუდი რომ არ თქვას მაშინ, როდესაც კავშირის სათავეში მღვდელი გაპონის მსგავსი იდეოლოგიის პოლიტიკოსები არიან უარი უნდა ვთქვათ დეგრადაციის პირას მყოფ ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპელი მღვდელი გაპონი, მომენტს არ უშვებს, საქართველოზე ცუდი რომ არ თქვას, ან ვინმეს არ ათქმევინოს. პირად ამბიციებსა და ულტრამემარცხენე იდეოლოგიას გადაყოლილმა ურსულამ, ლამის და...

 კახა ძაგანია

1758020969

საზოგადოება

კორუფციასთან საბრძოლველად პარლამენტმა მოამზადა ინიციატივა, რომლითაც ქონებრივი დეკლარაციის 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ იმ ყოფილ მოხელეებს, რომელთა მიმართ სამოხელეო დანაშაულისთვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

კორუფიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავ...

ირაკლი კირცხალია

1758019923

საზოგადოება

პრემიერი: დღეს, ქუთაისში 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ადამიანი მთავარი ზრუნვის საგანია, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება. დღეს, ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვი...

ირაკლი კობახიძე

1758019244

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო

 საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევ...

არჩევნებუ

1758014463

ახალი ამბები

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ...

პროკურატურა