პროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას – ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.

ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში წარსულში გასამართლებულია შვიდი პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758042171

ახალი ამბები

18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

სამგორის რაიონში, „ჰუალინგის“ დასახლებაში 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობ...

საავტომობილო მოძრაობა

1758041222

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: საქართველოში ოპოზიციას რევოლუცია მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ მათ არ აქვთ ხალხის საკმარისი მხარდაჭერა, რათა არჩევნების გზით მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლა

„თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში რევოლუცია ვერ ჩაითვლება პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევ ლეგიტიმურ და დასაშვებ მექანიზმად. დემოკრატიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას გააჩნია ინსტიტუციურ...

დავით ჩიხელიძე

1758039412

სპორტი

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავეებმა: ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სპორტის სამინისტროს ინფორმაცი...

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

1758037384

ახალი ამბები

დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი ცოლების ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას 15 წლის შვილს უგზავნიდა და მას სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე ,16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკ...

შემთხვევები

1758035641

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ალბათ 4 ოქტომბერს იქნება მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების

ალბათ 4 ოქტომბერს იქნება მორიგი უსუსური მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების. უნდათ, რომ ასეთი შედეგი მიიღონ, მაგრამ ბუნებრივია ეს უსუსური მცდელობა იქნება, ისევე, როგორც წინა მცდე...

გიორგი კახიანი