ძაგანია: ფონ დერ ლაიენი მომენტს არ უშვებს, საქართველოზე ცუდი რომ არ თქვას მაშინ, როდესაც კავშირის სათავეში მღვდელი გაპონის მსგავსი იდეოლოგიის პოლიტიკოსები არიან უარი უნდა ვთქვათ დეგრადაციის პირას მყოფ ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპელი მღვდელი გაპონი, მომენტს არ უშვებს, საქართველოზე ცუდი რომ არ თქვას, ან ვინმეს არ ათქმევინოს. პირად ამბიციებსა და ულტრამემარცხენე იდეოლოგიას გადაყოლილმა ურსულამ, ლამის დაშლის პირას მიიყვანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად განადგურებული, ერთ დროს გაბრწყინებული საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური გაერთიანება - ევროკავშირი, - განაცხადა პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ.

როგორც ძაგანიამ აღნიშნა, ფონ დერ ლაიენმა, ამჯერად ქართველი ხალხის დასაშინებლად, ქართველების მოძულე ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა აალაპარაკა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ქართველებს კიდევ ერთხელ დაემუქრა.

„ურსულამ, ამჯერად, საქართველოს წინააღმდეგ, ხალხის დასაშინებლად, ერთგული თანამოაზრე, ქართველთმოძულე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აალაპარაკა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით კიდევ ერთხელ დაგვემუქრა. ქართული აუდიტორიისთვის გათვლილ ინტერვიუში, ევროპარლამენტარი მარკეტა, სხვა ბევრ სიცრუესა და სისულელესთან ერთად, ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის მიღებული კანონები, წინააღმდეგობაშია ევროკავშირის იდეოლოგიასთანო და თან ამბობს, რომ ჩვენ არაფერს ვავალდებულებთ საქართველოსო. ასეთი ამორალური, არაევროპული დამოკიდებულების შემდეგ, უკვირთ, რატომ ითხოვენ ევროპარლამენტარები ურსულას იმპიჩმენტს და რატომ ითხოვს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა კავშირიდან გამოსვლას“, - განაცხადა ძაგანიამ.

მისივე თქმით, საქართველომ თავადვე უნდა თქვას უარი დეგრადაციის პირას მყოფ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვინაიდან, არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, როდესაც გაერთიანების სათავეში მღვდელი გაპონის იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსები არიან, ამ კავშირში, საქართველოს ადგილი არ არის.

„რაც შეეხება საქართველოს, კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია, არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც კავშირის სათავეში, მღვდელი გაპონის მსგავსი იდეოლოგიის პოლიტიკოსები არიან, არის კი საქართველოს ადგილი ამ კავშირში? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, არათუ ვინმეს უარის უნდა გვეშინოდეს, არამედ, ჩვენ თავად, სასწრაფოდ უარი უნდა ვთქვათ დეგრადაციის პირას მყოფ ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლავე, ერთმნიშვნელოვნად ჩვენი ხელით უნდა მოვიცილოთ კისრიდან ყულფი, რომელშიც თავი თავად გავყავით“, - აღნიშნა კახა ძაგანიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758020969

საზოგადოება

კორუფციასთან საბრძოლველად პარლამენტმა მოამზადა ინიციატივა, რომლითაც ქონებრივი დეკლარაციის 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ იმ ყოფილ მოხელეებს, რომელთა მიმართ სამოხელეო დანაშაულისთვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

კორუფიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავ...

ირაკლი კირცხალია

1758019923

საზოგადოება

პრემიერი: დღეს, ქუთაისში 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ადამიანი მთავარი ზრუნვის საგანია, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება. დღეს, ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვი...

ირაკლი კობახიძე

1758019244

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო

 საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევ...

არჩევნებუ

1758014463

ახალი ამბები

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ...

პროკურატურა

1758012962

მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრძოლას უცხადებს - „ჩვენ შევუტევთ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც აქეზებს, ხელს უწყობს და თავადვე ერთვება ძალადობაში“

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრძოლას უცხადებს. ჯეი დი ვენსის შეფასებით, ამერიკა პოლიტიკურ ძალადობამდე სწორედ NGO-ების ქსელის დამსახუ...

 ჯეი დი ვენსი