მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, როცა ვხედავთ საელჩოების მხრიდან აქტიურ მონაწილეობას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რაც არ არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა

„ჩვენ ვხედავთ, რომ ღიად ხდება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, ღიად ხდება ქართულ პოლიტიკაში უცხოელი აქტორების მონაწილეობა, ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა განცხადებები, რეზოლუციები, სხვადასხვა აქტები, რომელიც გამიზნული იყო შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, ეს კეთდებოდა არჩევნების წინ პროტესტის გამოსაწვევად“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში გარე ჩარევები აღარ არის შეფარული, არამედ ღიად ხდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გარე აქტორების მიერ.
„ეს მუდმივად ხდება ხოლმე შეფარულად, თუმცა ბოლო წლებში რასაც ვუყურებთ, ეს საფარველი აღარ არსებობს და ღიად ხდება ამ პროცესებში მონაწილეობა. ჩვენ ვხედავთ ხშირად ევროპელი ბიუროკრატების არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ უცხოელი პოლიტიკოსები ვიხილეთ საქართველოში საპროტესტო აქციებზე. ვიხილეთ არა მარტო უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ხშირად ამართლებენ ხოლმე, რომ ისინი თავისუფალი პოლიტიკოსები არიან, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრები, რაც წარმოუდგენელი რამ არის დიპლომატიაშიც, ქვეყნებს შორის ურთიერთობებშიც.
ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ, თუმცა ჩვენმა ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ სწორად შეაფასა და აფასებს ამ ყველაფერს, სწორად ხდება ჩვენი საზოგადოების მობილიზაცია ეროვნული ინტერესების გარშემო. სწორედ ეს განაპირობებს „ქართული ოცნების“ პოპულარობასაც და მის იმ მხარდაჭერასაც, რაც აქვს. ეს არის ერთგვარი პასუხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების უცხოური გავლენის თუ ჩარევის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე, ისაუბრა გარკვეული ელჩების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ეს არ არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა.
„ოპოზიცია იმდენად არაპოპულარულია, იმდენად არ აქვს საზოგადოების ნდობა, მხარდაჭერა, რომ ერთგვარად ხდება მათი ღიად ჩანაცვლება უცხოელი აქტორების მიერ. დღეს ჩვენი პოლიტიკოსები დადიან უცხოეთის საელჩოებში, რომ განიხილონ საპროტესტო აქცია, არჩევნები, სხვადასხვა საკითხები, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას. არავინ მალავს და ღიად აცხადებენ, თუ რამდენად გახსნილია ეს ურთიერთობა. ეს ერთი ჯგუფია. ერთი და იგივე გუნდია, რომელიც უპირისპირდება საქართველოს ინტერესებს.
ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ საელჩოების მხრიდან აქტიურ მონაწილეობას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რაც არ არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა. ნებისმიერ უცხოელ პოლიტიკოსს, ნებისმიერ ქვეყნის მმართველ ძალას, საქართველოს რომ მოვაშოროთ და მოვუყვეთ ეს ამბავი, ეს იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი, დასაგმობი და ურთიერთობების გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი. არც ერთი ქვეყანა არ იქნებოდა ტოლერანტი სხვა ქვეყნის მიმართ, რომელიც ასე ღიად ჩაერეოდა მის საშინაო საქმეებში. ეს არ არის არც ევროპული და არც მიღებული პრაქტიკა.
სამწუხაროა, რომ ამას ხშირად აკეთებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამაზე არის ხოლმე რეაქცია, ასევე ვხედავთ საზოგადოების, ქართველი პოლიტიკოსების რეაქციას, თუმცა შემდგომ ხდება ინტერპრეტაცია და სულ სხვა რაკურსით წარმოჩენა, თითქოს მათ ვინმე ესხმის თავს, ხდება მათი შევიწროება, თუმცა ყველას ავიწყდება ვენის კონვენცია, მიღებული ნორმები, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სადაც ისინი არიან აკრედიტებული და როგორ უნდა სცემდნენ პატივს მას. ეს არის მთავარი და ამოსავალი წერტილი“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1758046318
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე ფულის გათეთრების საქმეზე: არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი „ქეში“ და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების „გათეთრებას“ ?!
საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკის მომგვრელი ფაქტი - 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო. და აქ ჩნდება კითხვა – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი "ქეში" და ვინ ცდილ...
1758044930
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: 700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი „კრიშის“ და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის გარეშე - აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს პროკურატურის მიერ სუს-თან ერთად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ერთი...
1758043351
ახალი ამბებიპროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი...
1758042956
ახალი ამბები📸 კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დასრულებული პროექტი...
1758042171
ახალი ამბები18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
სამგორის რაიონში, „ჰუალინგის“ დასახლებაში 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობ...