ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში
„პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა და სადაც მას ჰქონდა საშუალება, სიტყვით მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის.
„პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს. განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება არის ორივე სახელმწიფოს ინტერესი და შესაბამისად, გამოითქვა სურვილი, მაქსიმალურად იქნეს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, გამოსულიყო სიტყვით და მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის და ესაუბრა მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1790055758
მსოფლიოთურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შე...
1790054330
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამ...
1790053443
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1790024104
საზოგადოებაპრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახე...
1790022116
საზოგადოებასაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ...





























