საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია.
საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
1790013180
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდ...
1790011413
საზოგადოებამცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი...
1790009163
მსოფლიოპესკოვი: რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რუსეთის პრე...
1790007077
მსოფლიოტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით
აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი შეთანხმებით შეთავაზებული ფასი მნიშვნე...
1790005196
ახალი ამბებითბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ვერაზე, ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები...



























