პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად.
პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით. ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება იმ პრინციპების დაცვის ერთგული, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
1790055758
მსოფლიოთურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შე...
1790054330
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამ...
1790053443
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1790024104
საზოგადოებაპრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახე...
1790022116
საზოგადოებასაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ...





























