არჩილ გორდულაძე: გვჯერა, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებს სჯერათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს. ამის შესახებ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პარტიების საქმიანობა არ არის კონსტიტუციური და არ შეესაბამება ევროპულ კონვენციას:

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისარგებლოთ ჩვენი კონსტიტუციითვე და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებით, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას გულისხმობს და ჩვენი პოზიციები დავამტკიცოთ, რომ ამ პარტიების საქმიანობა არ არის კონსტიტუციური, არ შეესაბამება ევროპულ კონვენციას. მათი გასამართლება, ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში.

ჩვენ გვაქვს 1990-იანი წლებიდან დღევანდელ დღემდე განგრძობადი ოკუპაცია, რომელიც აუცილებლად დასრულდება, სამწუხაროდ პოლიტიკაშიც ასეთივე განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან 2004 წლიდან დაწყებული და შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს, მოხდება ჩვენი პოლიტიკური ველის და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გავაგრძელებთ ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790007077

მსოფლიო

ტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით

აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი შეთანხმებით შეთავაზებული ფასი მნიშვნე...

 ტრამპი ტრამპი

1790005196

ახალი ამბები

თბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვერაზე, ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები...

პოლიცია

1790002317

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდ...

პროკურატურა

1790001733

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს

„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამე...

ლევან ჟორჟოლიანი

1790001310

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან

აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლს...

გიორგი ვოლსკ