შემოსავლების სამსახური ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“: შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“ და განმარტავს, რომ 2026 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1,057,004.43 ლარის ოდენობით, - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„აქვე, აღვნიშნავთ, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ 2025 წლის 11 ივლისისა და 24 ოქტომბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები უკვე გაუქმებული იქნა 2-2 თვის ხანგრძლივობით (დავალიანება 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 1,043,956.87 ლარს, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილი დავალიანება შეადგენდა 1,048,484.31 ლარს), რითაც მის საქმიანობას რაიმე სახით შეზღუდვა არ შეხებია.
2026 წლის 9 იანვარს, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს კვლავ წარუდგინა განაცხადი საინკასო დავალების გაუქმების შესახებ. მომართვის დღეს, მეწარმე სუბიექტის დავალიანება შეადგენდა 1,052,765.66 ლარს. ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან აღიარებული დავალიანების შემცირება არ მომხდარა, განცხადება საინკასო დავალების კვლავ გაუქმების შესახებ აღარ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ინკასოს დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, რომელთა შემუშავებაშიც ჩართულები იყვნენ უწყების პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით, ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1770125338
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.როგორც პაპუაშვილი წერს, ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სა...
1770124642
ახალი ამბებითინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგო...
1770124085
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6893 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1770122870
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: განათლების რეფორმის საფუძველი სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებებია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართველი ერის მომავალზე და განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლე...
1770122144
საზოგადოებათეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიასთან დებატები მოვიგეთ თუ წავაგეთ, მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს
ბატონმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალბატონ წულუკიანთან დებატებში გახარია გამარჯვებული გამოვიდა და ჩვენ თქვენ უკვე დაგამარცხეთო. მე დიდი ეჭვი მაქვს და ამბიც...


























