ლიკანთან არსებული ხანძარი სრულად ლოკალიზებულია - საგანგებო

"ამ დროისთვის ლიკანთან არსებული ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, ექვემდებარება კონტროლს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სტაბილურად მივდივართ სალიკვიდაციო სამუშაოებისკენ. ეს იყო ურთულესი, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა და შედეგიც სახეზეა" - განაცხადა სტიქიის ზონაში მისულმა თემურ მღებრიშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის განცხადებით შედეგი ოპერატიული მოქმედებით დადგა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ადგილზე მუშაობს საგამოძიებო ჯგუფი

შეგახსენებთ ხანძრის ახალი კერა ბორჯომში, ლიკანის მიმდებარე მთაზე, წიწვოვან ტყეში გუშინ, პირველ სექტემბერს დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის გაჩნდა, ხანძრის წარმოშობის მიზეზებზე და ამ დროისთვის დამწვარ ფართობზე შესაბამისი უწყებები კომენტარს ვერ აკეთებენ. ტერიტორია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.

12 დღის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულად გუშინ, პირველ სექტემბერს გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵უკრაინამ პუტინის შვილებს - ეკატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა

🔵"მიცნეს. როგორ გეკადრებათ, არანაირად არ დაგაჯარიმებთ - მითხრეს და 10 ლარიანი ბათუმის პარკინგის ქვითარი დამხვდა" - რა შეემთხვა დავით ლიკლიკაძეს ბათუმში?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786174722

ახალი ამბები

რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ „რუსებს”…

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფე...

რეზო ბლიაძე

1786173218

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულე...

საგარეო საქმეთა სამინისტრო

1786172211

მსოფლიო

კიევის ოლქზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა 7-8 აგვისტოს, ღამით, კიევზე და კიევის ოლქზე კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „ბროვარის რაიონში სამ ადგილას სახლები დაინგრა. დაღუპულია სამ...

კიევის ოლქზე

1786171260

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერ...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1786169269

ახალი ამბები

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...

 თავდაცვის სამინისტრო