"მიცნეს. როგორ გეკადრებათ, არანაირად არ დაგაჯარიმებთ - მითხრეს და 10 ლარიანი ბათუმის პარკინგის ქვითარი დამხვდა" - რა შეემთხვა დავით ლიკლიკაძეს ბათუმში?
ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ბათუმურ თავგადასავალზე წერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადახდა თავს.
"რამდენიმე დღის წინ ბათუმში გახლდით საკუთარი ავტომობილით (არ გაგეცინოთ, ასეც ხდება როცა ოჯახს სჭირდება გადაადგილება). სასტუმროს პარკინგზე ადგილი არ იყო და მითხრეს შეგიძლიათ წინ დააყენოთ დროებით და რომ გამოთავისუფლდება ადგილი დაგირეკავთო. ასეც მოვიქეცი. დამირეკეს, ჩავედი მანქანის გადასაყენებლად და უნიფორმაში ჩაცმული ბათუმელი პარკინგის მონიტორინგის სამსახურის ქალი და კაცი დამხვდა ჯარიმას მიწერდნენ. ის იყო უნდა აეკრათ საქარე მინაზე ჯარიმის ფურცელი, ჯიმის დედასავით გადავხტი და გადავეფარე „ჩისტიწელებს“- ო არააა, არ დამაჯარიმოთ....ისე შევჰბღავლე ირგვლივ (და მათაც) ყველას შეეშინდა.
-უი... თქვენ ის ხართ ხო? ქუთაისელი?
-კი, კი ის ვარ თქვენ გენაცვალეთ...
- გოგო ვერ იცანი ეს?
- უი ხოო (ქალმაც მიცნო)
-ახლა გადამყავდა მანქანა, თუ მაპატიებთ თუ არა, არ არის პრობლემა (რახან მიცნეს მომერიდა 10 ლარის გულისთვის ამხელა ნახტომი რომ გავაკეთე ამ სისქე კაცმა)
-როგორ გეკადრებათ, არანაირად არ დაგაჯარიმებთ- მითხრეს და ის ფურცელი შეკუჭეს რაღაც ბარსეტკაში.
-ვაიმე დიდი მადლობა, დედა როგორ მრცხვენია, ნეტა დაგეჯარიმებინეთ....
ასე სიყვარულით დავცილდით ერთმანეთს. ფოტოც გადაიღეს ჩემთან. ძაან საყვარელი ხალხი იყო.
დღეს ქუთაისის ფოსტიდან მესიჯი მოვიდა, გზავნილია ბათუმიდან და გამოცხადდითო.
გავარდი გახარებული, მიჩვეული ვარ რამეს რომ მჩუქნიან და 10 ლარიანი ბათუმის პარკინგის ქვითარი დამხვდა"-წერს, ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵იტალია - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
🔵უკრაინამ პუტინის შვილებს - ეკატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა
1792260769
მსოფლიო„ჰუსიტებმა“ 159 პროსამთავრობო მებრძოლი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ მთავრობის მომხრე 159 მებრძოლის გაათავისუფლეს. პატიმრები ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც გასულ თვეში, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შედეგად ტერიტორიების მნიშვნელოვა...
1792258977
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამ...
1792258305
ახალი ამბებიზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია!
ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქ...
1792257947
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ხაშ...
1792256436
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად
„ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერ პირ...































