მაჭავარიანი ამერიკული „ფარას“ ანალოგ კანონზე: ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო

„ეს კანონი თავდაპირველადვე პრობლემას წარმოადგენდა კოლექტიური გიგაურებისთვის, ლომჯარიებისთვის და ა.შ. რომლებიც ძირის გამომთხრელ სამუშაოებს ეწევიან ჩვენს ქვეყანაში და მუდმივად არიან ჩართულები რევოლუციური სცენარების მოწყობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა FARA-ს ანალოგ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა მეტად დაცული იყოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა ისეთი ეფექტი ვერ მოგვცა, ვინაიდან მდიდარ „ენჯეოებს“ ერჩიათ, ჯარიმები გადაეხადათ, ნაცვლად იმისა, რომ გაესაჯაროებინათ თავიანთი მიღებული და დახარჯული თანხა, დადგა იმის აუცილებლობა, ერთი ერთში გადმოგვეღო ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონი, რომელიც წერტილ-მძიმით არის გადმოტანილი და რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი კანონი, ასევე, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.

გამჭვირვალობის გამოწვევა, როგორც ასეთი, მხოლოდ საქართველოში არ დგას, აშშ-მა თავადვე ამხილა ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით - იგივე USAID-ი, NED-ი და ა.შ. რომ ისინი ძირგამომთხრელ სამუშაოებს ეწეოდნენ მსოფლიოს მასშტაბით, იქ საქართველოც იყო ნახსენები, სადაც პირდაპირ რევოლუციებში იყვნენ ჩართულები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748791748

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: როგორც სახელმწიფომ ასევე, პირველ რიგში, ჩვენმა ამომრჩევლებმა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები - ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია

 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგის ძალაში შესვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამჭვირვალობა დე...

თენგიზ შარმანაშვილი

1748789198

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა

 ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი...

ანალიტიკოსი

1748787407

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

 ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პ...

ბავშვთა დღე

1748785224

ახალი ამბები

ბერა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას

 ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფაქტს ეხმიანება. „ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“, - წერს ბერა ივანიშვილი. იგი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებუ...

ბერა და ხვიჩა

1748783602

ახალი ამბები

მეუფე შიო: გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ჭეშმარიტება

 „როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკ...

ლლლ