მაჭავარიანი: ძალიან კარგია, რომ აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ უკვე მეორეჯერ ამხილა ევრობიუროკრატია და ევრობიუროკრატები იმაში, რაზეც „ქართული ოცნება“ ვადანაშაულებთ მათ 4 წლის განმავლობაში
ძალიან კარგია, რომ აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ უკვე მეორეჯერ ამხილა ევრობიუროკრატია და ევრობიუროკრატები იმაში, რაზეც „ქართული ოცნება“ ვადანაშაულებთ მათ 4 წლის განმავლობაში და რაზეც გვაქვს მათ მიმართ პრეტენზიები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველო თავდაცვის რეჟიმშია, როდესაც ევრობიუროკრატიისგან მოდის დეზინფორმაცია, კრიტიკის ნიაღვარი, საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა და ა.შ.
„ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მათ პასუხი გავცეთ. ზუსტად იგივე გაიმეორა აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე მეორედ. პირველი იყო წლის დასაწყისში ბატონი ჯეი დი ვენსის ვიზიტი მიუნხენში და მისი ცნობილი გამოსვლა და ახლა უკვე აშშ-მა დოკუმენტურად ასახა თავის ეროვნულ უსაფრთხოების დოკუმენტში. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია აშშ-ის მხრიდან. დაადანაშაულა ევროკავშირი იმაში, რომ, ფაქტობრივად, ანგრევენ ევროპას, იმ ღირებულებებს, რაზეც ევროპა იდგა ათწლეულების განმავლობაში. აბსოლუტურად აცილებული არიან.
თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, თავიანთი ხალხის არ მოსმენა და ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც დაწყებულია, დღეს მაღალი დონეა, რადგან ინერციით მოჰყვება სიმდიდრე ევროპას, თუმცა შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგნენ 5-10 წლის შემდეგ. ის სიმახინჯე, რაც არის ლგბტქ პროპაგანდა, ის უკონტროლო მიგრაცია, რამაც შეიძლება რაღაც წერტილში დააყენოს ევროპის იდენტობა კითხვის ნიშნის ქვეშ და ა.შ.“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, აშშ ევროპელ ხალხს ურჩევს, ფსონი დადოს პატრიოტულ ძალებზე, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის იდენტობა, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, სუვერენიტეტი და ის ღირებულებები, რაზეც „ქართული ოცნება“ დგას.
1765461951
ახალი ამბები„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO-ებით, რომლებსაც დიდი ხანია თავად გამოეთხარათ ძირი
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშს X-ზე ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროპაში პრესის თავისუფლების მიხედვით, ბოლოდან მე-4 ადგი...
1765460630
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად
საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე...
1765460462
ახალი ამბებიპროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...
1765460188
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერ...
1765459754
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: დიდი ხანია, მივანიშნებთ ევროკავშირის ბიუროკრატიაში არსებულ პრობლემებზე, საქართველო იყო კარგი მაგალითი, რომ დაგვენახა, რა პრობლემების წინაშე დგას ევროკავშირის ბიუროკრატია
„დიდი ხანია, მივანიშნებთ ევროკავშირის ბიუროკრატიაში არსებულ პრობლემებზე, საქართველო იყო კარგი მაგალითი, რომ დაგვენახა, რა პრობლემების წინაშე დგას ევროკავშირის ბიუროკრატია“, - განაცხადა საქართველოს საგ...





























