ლევან მაჭავარიანი: თუ ჰგონიათ, რომ ვიღაც ევროპარლამენტარის, ან ევრობიუროკრატის ნათქვამს ქართველი აპრიორი დაიჯერებს, დროა, გადახედონ იმ წყაროებს, საიდანაც იღებენ ინფორმაციას
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე ALDE-ს პასუხს გამოეხმაურა.
წამყვანმა ჰკითხა, რაზე მეტყველებს ALDE-ს მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გმობს ხელისუფლების ქმედებას, როდესაც მან აქციის მონაწილეების მიმართ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„[ALDE] არ გამიჯვნიან [ელისაშვილის ქმედებას] და ლამაზი სიტყვებით შემოიფარგლნენ. რა შუაშია, რომ აბამენ რაღაც ზღაპარს?! მტკიცებით ფორმაში ვინ მისცათ საუბრის უფლება ქიმიურ იარაღზე?! გამოძიება დასრულებულია და ყველაფერს პასუხი გაეცა. ნებისმიერი შეგნებული ადამიანი ხვდება, რომ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია იყო. ბატონი პრემიერის ინიციატივაა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს ნებისმიერი მასალა მივაწოდოთ, რაც გამოძიებაში დევს თავისი ნივთმტკიცებულებებით.
ALDE აგრძელებს იმას, რაც გრძელდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაარჩიეს უკვე თეთრი და შავი. თუ ჰგონიათ, რომ ვიღაც ევროპარლამენტარის, ან ევრობიუროკრატის ნათქვამს ქართველი აპრიორი დაიჯერებს, დროა, გადახედონ იმ წყაროებს, საიდანაც იღებენ ინფორმაციას. ესენი არიან მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ლამაზად აწვდიან აქედან ინფორმაციას, ვინაიდან არ სურთ, რომ აჩვენონ, როგორი გამარგინალურები არიან და არ შეუჩერდეთ დაფინანსება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1765460462
ახალი ამბებიპროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...
1765460188
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერ...
1765459754
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: დიდი ხანია, მივანიშნებთ ევროკავშირის ბიუროკრატიაში არსებულ პრობლემებზე, საქართველო იყო კარგი მაგალითი, რომ დაგვენახა, რა პრობლემების წინაშე დგას ევროკავშირის ბიუროკრატია
„დიდი ხანია, მივანიშნებთ ევროკავშირის ბიუროკრატიაში არსებულ პრობლემებზე, საქართველო იყო კარგი მაგალითი, რომ დაგვენახა, რა პრობლემების წინაშე დგას ევროკავშირის ბიუროკრატია“, - განაცხადა საქართველოს საგ...
1765459145
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6991 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6995 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1765457940
ახალი ამბებისუსი: კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან
კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, - აღნიშნულია განცხადებაში,...





























