მაღლაფერიძე: სრულფასოვანი დებატისთვის მხოლოდ ტელევიზიის სურვილი არ კმარა, დებატს წინ უძღვის დაუსრულებელი მსჯელობა და პრეტენზიები, შეურაცხყოფა, სიტყვის გაწყვეტინება, ყვირილი - ეს ის ცუდი გამოცდილებაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავძლიოთ
„დებატები რომ პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს ნათელია და ამაზე კამათი არ ღირს. ნებისმიერი ტელევიზია, რომელიც პროპაგანდისტული ახირებით არ მუშაობს, რასაკვირველია, დებატებს დიდი სიხარულით უნდა ატარებდეს, თუმცა, არსებობს კულისებს მიღმა არსებული რეალობა, რაც უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ“, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.
მაღლაფერიძის თქმით, საქართველოს პირველი არხი მუდამ იყო მზად დებატების მოწყობისთვის, თუმცა, ამბობს, რომ სრულფასოვანი დებატებისთვის მხოლოდ ტელევიზიის მონდომება საკმარისი არ არის. ის იხსენებს წინა წლების ცუდ გამოცდილებას დებატების გამართვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
„ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა, რაც საზოგადოებამაც უნდა იცოდეს. საქართველოს პირველი არხი მუდმივად ცდილობდა დებატების მოწყობას, მათ შორის წინასაარჩევნოდ, მაგრამ სრულფასოვანი დებატი არასდროს გამოვიდა, ვინაიდან საამისოდ მხოლოდ ტელევიზიის სურვილი და მონდომება არ კმარა:
ა) დებატების ჩატარების მცდელობას, როგორც წესი, წინ უძღვის დაუსრულებელი მსჯელობა და პრეტენზიები, ვინ ვისთან უნდა დაჯდეს სადებატოდ და, საბოლოოდ, ხშირად ასე ხდება იმიტომ, რომ ეს პროცესი უშედეგოდ დამთავრდეს. მაგალითად 2024 წლის შემოდგომაზე, არჩევნების წინ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ საბოლოოდ მაინც უარი თქვა დებატებში მონაწილეობაზე.
ბ) 2024 წლის 4 დეკემბერს, თითქოს ნავსი უნდა გატეხილიყო, ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა და პაპუნა ჯანელიძემ თავად მოითხოვეს დებატები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლებმაც, თავის მხრივ, თანხმობა განაცხადეს დებატებში მონაწილეობაზე. გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ ერთ დებატს მეორე მოჰყვებოდა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგი დაიწყებოდა. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პირველმა არხმა დაუყოვნებლივ შეცვალა სამაუწყებლო ბადე და 4 დეკემბერს 22.00 დებატები ჩაინიშნა, თუმცა, იმავე საღამოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს და დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. 2025 წლის იანვარში დებატების ჩატარების კიდევ ერთი მცდელობა იყო, ამჯერად ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც წინ ასევე ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა. თანხმდებოდა ყოვლად უმნიშვნელო ისეთი საკითხებიც კი, რის შესახებაც, წესით, პროდიუსერი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ტელევიზია ამჯერადაც ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა და, მიუხედავად ამისა, თითქმის ბოლო წუთამდე მაინც არ იყო ცნობილი, შედგებოდა თუ არა დებატები. დებატები შედგა, თუმცა, მუდმივი შეურაცხყოფის, სიტყვის გაწყვეტინების და ყვირილის ფონზე, ისე რომ მაყურებელს არც ესმოდა, ვინ რას ამბობდა. ამ გადაცემას შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ შემდგომ დებატებში მონაწილეობაზე ყველა კატეგორიულ უარს აცხადებდა. ეს ის ცუდი გამოცდილებაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავძლიოთ. თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მზად არის, რომ დაიწყოს დებატები და მცდელობას არ დააკლებს, რომ ეს პროცესი ნორმალურად წარიმართოს“, - წერს მაღლაფერიძე.
1769174264
საზოგადოებარევაზ სოხაძე და სულხან თამაზაშვილი აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ
დღეს აჭარის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დავათვალიერეთ. აქტიურად მიმდინარეობს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს ინფ...
1769173884
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6941, ევრო – 3.1607, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6448 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფ...
1769172182
საზოგადოებაგამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: არცერთ პოლიტიკოსს არ უკადრებია საკუთარი პოლიცია ამფეტამინის მოქმედების ქვეშ, აქციების დაშლაში დაედანაშაულებინა და ჯარისკაცებზე ეთქვა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეთო
გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება - რომ „საპროტესტო აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ გაეროს, ევროპის საბ...
1769170584
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავენ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას
დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, - განაცხადა...
1769169979
საზოგადოებაკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულებ...


























