მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
ქვეყნის სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს მარიამ ქვრივიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლეა გუტიერეზმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი, ბანკის სექტორის დირექტორები, ტრანსპორტის წამყვანი სპეციალისტები და პროექტის ოფიცრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მონაწილეობდნენ.
მარიამ ქვრივიშვილმა ADB-ის წარმომადგენლებს საქართველოს ტრანსპორტის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობის ხედვა გააცნო იმ პროექტებთან მიმართებით, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ მომავალი წლების ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკის მიერ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის შემუშავებაზე გამოცხადებულ ტენდერში განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და ამჟამად მიმდინარეობს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციასა და მოძრავი შემადგენლობის განახლებასთან დაკავშირებულ გეგმებზე - საუბარია 50 ახალი ლოკომოტივის შეძენაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ექსპლუატაციის ეფექტურობას, საიმედოობას, გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების ზრდას. ქართული მხარის განცხადებით, რკინიგზამ, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ხერხემალია, ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად გარდაქმნაში, რაც ასევე გულისხმობს შუა დერეფანში საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სატრანზიტო ქვეყნის როლის გაზრდას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების ნაკადის სტაბილურად ზრდის ფონზე, შუა დერეფანი ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო მარშრუტად იქცევა და საქართველო გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ამ დერეფნის გასავითარებლად, მათ შორის, ისეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებით, როგორიც ანაკლიის პორტია. მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის, საზღვაო ინფრასტრუქტურის, პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
1769176872
მსოფლიოSky News: აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი იტყობინება. აღნიშნულია, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა გახდეს პირ...
1769176000
საზოგადოებათეა წულუკიანი: „საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა
საჯარო დოკუმენტში, წერილში ცალსახად წერია, რომ „საიასა“ და სხვათა სასარჩელო მოთხოვნების ერთი დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმ...
1769175277
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ფაქტებზე 88 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 88 პირს, მათ...
1769174264
საზოგადოებარევაზ სოხაძე და სულხან თამაზაშვილი აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ
დღეს აჭარის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დავათვალიერეთ. აქტიურად მიმდინარეობს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს ინფ...
1769173884
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6941, ევრო – 3.1607, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6448 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფ...




























