მაია ბითაძე: იმის პარალელურად, რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთს სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებას
იმის პარალელურად, რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთს სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.
მაია ბითაძის თქმით, ბუნებრივია, ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
„იმის პარალელურად, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთის ფედერაციას სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად, ჩვენ ვაკვირდებით რომ არის გარკვეული ჯგუფი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებას და დაშანტაჟებას. ბუნებრივია, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს“, - აღნიშნა მან.
მაია ბითაძის თქმითვე, ევროკავშირის ქმედება ზოგადად და ის პოლიტიკური ხედვა, რომელიც ევროკავშირმა ჩამოაყალიბა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე, არამდგრადია.
„ჩვენ ყოველდღიურად თვალყურს ვადევნებთ თუ როგორი არამყარია ევროკავშირი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათ შორის, უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ემყარება გარკვეულ ორმაგ სტანდარტს. მაგალითად, რომ მივუბრუნდეთ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამ პასპორტებისთვის, ჩვენ ვიცით, რომ უკვე ორი წელია ამაზეა საუბარი. თითქმის მეხუთე გადაწყვეტილებაა მიღებული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. კარგად ვხვდებით, რომ ეს არის გარკვეული ინსტრუმენტი საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის დასაშანტაჟებლად, რაც პირდაპირ მიუთითებს არასამართლიანი და ორმაგის სტანდარტების გამოყენების მაგალითებზე ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნა მან.
1773153268
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
11 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ბეთლემის ქუჩა N2-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის...
1773151019
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მივესალმები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ესაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუა...
1773150763
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრი...
1773150123
ახალი ამბებისაგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში - The Heritage Foundation
The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალ...
1773149712
ახალი ამბებიეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა - The Heritage Foundation
The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალ...


























