ალექსანდრე დარახველიძე აშშ-ის სახდეპის მიერ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელებაზე: საქართველოს შეფასება განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს

საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელების შესახებ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა გზამკვლევი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ ქვეყნის გარეთ მოგზაურობა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია 4 კატეგორიად საფრთხის რისკის მიხედვით პირველიდან მეოთხე დონის ჩათვლით. ქვეყნები, რომლებიც პირველ კალათაში მოხვდნენ, ითვლებიან ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად მათი მოქალაქეების მოგზაურობისთვის და საქართველო სწორედ ამ კალათაში მოხვდა. რაც შეეხება სხვა მეზობელ სახელმწიფოებს და ასე შემდეგ, ნაწილმა მეორე კალათაში, ნაწილმა კი მესამე და მეოთხე კალათაში გადაინაცვლეს. ეს შეფასება ეფუძნება იმ უსაფრთხოების რისკების შეფასების ანალიზს, რაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ასევე დადებითად შეფასდა სახელმწიფო უწყებების და განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის კუთხით. შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ძალიან სწორედ იქნა შეფასებული ქვეყანაში არსებული ვითარება და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები ამერიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773151996

ახალი ამბები

მაია ბითაძე: იმის პარალელურად, რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთს სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებას

იმის პარალელურად, რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთს სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებ...

მაია ბითაძე

1773151019

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მივესალმები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ესაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუა...

მიხეილ ყაველაშვილი

1773150763

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრი...

პრემიერ-მინისტრი

1773150123

ახალი ამბები

საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში - The Heritage Foundation

The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალ...

The Heritage Foundation

1773149712

ახალი ამბები

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა - The Heritage Foundation

The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა